პარაფარმაციის კონსულტანტი

იმპექსფარმი
პარაფარმაცია
თბილისი
ვაკანსია
29-06
29-08


სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც წარმოდგენილია მთელი საქართველოს მასშტაბით და მოიცავს 100-მდე თანამედროვე კონცეფციის აფთიაქებს. ქსელის დამფუძნებელ კომპანიას შპს „იმპექსფარმს“ ფარმაცევტულ ბაზარზე აქვს წარმატებით ფუნქციონირების 20 წლიანი გამოცდილება.

დღესდღეობით, კომპანია ახორციელებს ექსკლუზიური მედიკამენტების, სამედიცინო ტექნიკის, კოსმეტიკის, კანისა და თმის მოვლის საშუალებების იმპორტს მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნიდან. "იმპექსფარმი“ თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან 100-ზე მეტ მედიკამენტების მწარმოებელ კომპანიასთან, რომლებიც საერთაშორისო ფარმაცევტული სტანდარტით (GMP) აწარმოებენ მედიკამენტებს. კომპანია ფლობს საერთაშორისო ხარისხის სერტიფიკატს - ISO 9001:2015.

„იმპექსი“ სწრაფად მზარდი ქსელია, რომელიც აერთიანებს 1000-ზე მეტ დასაქმებულს.

სააფთიაქო ქსელი „იმპექსი“ აცხადებს ვაკანსიას პარაფარმაციის კონსულტანტის  პოზიციაზე თბილისში.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი მომსახურეობის გაწევა;
  • საჭიროებისამებრ მომხმარებლისთვის პარაფარმაციული პროდუქციის ინსტრუქციის განმარტება; მისი გამოყენების, შეზღუდვებისა და შენახვის პირობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პროდუქციის თაროებზე განლაგება წინასწარ შედგენილი პრინციპების დაცვით;
  • რეალიზაციის პროცესში პრიორიტეტულ პარაფარმაციულ პროდუქციაზე, ყურადღების გამახვილება;
  • კონტროლის სამივე ეტაპზე (მიღება, გაცემა და შიდა აღწერები) პარაფარმაცევტული პროდუქციის ნაშთის მუდმივი კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია განათლება ფარმაცევტული მიმართულებით;
  • ანალოგიურ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები 09:00 – 23:00 სთ. (8 საათიანი მცოცავი სამუშაო გრაფიკი, კვირაში ერთი დღე დასვენება.)

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზუმე შემდეგ ელ. მისამართზე vacancy@myimpex.ge  წერილის სათაურში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გაცნობებთ, რომ შ.პ.ს. „იმპექსფარმი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

 ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 6 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავებ ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

გისურვებთ წარმატებებს!