ბუღალტერი

მადარტი
ბუღალტერია
თბილისი
ვაკანსია
03-08
03-10


კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას.

მადარტის  უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება,

მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.   

კომპანია „მადარტი“  დასაქმების მსურველებს იწვევს ბუღალტრის პოზიციაზე სამუშაოდ! 

სამუშაო ადგილი: თბილისი - ბელიაშვილის 145 

სამუშაო განაკვეთი: სრული - 09:00 – 18:00  

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • ხელფასების, დანამატების ყოველდღიური და შემაჯამებელი რეპორტების წარმოება; 
  • ტექნიკური სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს აღრიცხვიანობა, შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება; 
  • საწვავის გახარჯვის ანგარიშის წარმოება, შედარება და მთავარ ბუღალტერთან ანგარიშის გადაგზავნა; 
  • მატერიალური ფასეულობების ნაშთების შემოწმება და კონტროლი; 
  • კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე სხვა ბუღალტრული ოპერაციების შესრულება; 
  • RS.ge-სთან მუშაობა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვა რელევანტური დავალებების შესრულება 

ძირითადი მოთხოვნები:  

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსური / ბუღალტრული მიმართულებით;  
  • 3 წლამდე სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე ;  

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge.

გთხოვთ “subject” ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც   აკეთებთ განაცხადს.  

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „მადარტმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური

მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.  

კომპანია მადარტი გისურვებთ  წარმატებას!