საწყობის მენეჯერის თანაშემწე

მადარტი
საწყობი
თბილისი
ვაკანსია
03-08
03-10
1200


კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას.

მადარტის  უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება,

მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის

კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება.   

თუ ეძებ სამსახურს,  ხარ შრომისმოყვარე და არ უშინდები ფიზიკურ დატვირთვას,  შემოუერთდი

ჩვენს გუნდს და გამოგვიგზავნე შენი რეზიუმე საწყობის მენეჯერის თანაშემწის პოზიციაზე

მდებარეობა: თბილისი - ვარკეთილი 

სამუშაო გრაფიკი: სრული; კვირაში 5 დღე 

საწყისი ანაზღაურება: დღიური 40 ლარი 

ფუნქცია-მოვალეობები: 

  • მარაგების აღირცხვა და საწყობის ფუნქციონირების უზრუნველყოფა; 
  • სასაწყობე ნაშთებისა და პროცედურების კონტროლი;     
  • შეკვეთების მომზადება; 
  • პროდუქციის ვადების კონტროლი; 
  • სასაწყობე დოკუმენტაციის მართვა; 
  • დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების ეფექტური მართვა 

უნარ-ჩვევები: 

  • პუნქტუალურობა; 
  •  ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 

მოთხოვნები: 

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge

გთხოვთ “subject” ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც   აკეთებთ განაცხადს.  

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „მადარტმა“ დაამუშაოს და შეინახოს

თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.  

კომპანია მადარტი გისურვებთ  წარმატებას!