ნამცხვრის მცხობელი

მადარტი
მცხობელი
თბილისი
ვაკანსია
16-08
16-10


კომპანია „მადარტი“ 2009 წლიდან მოყოლებული დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. მადარტის  უპირატესობას კონკურენტებთან მიმართებაში განსაზღვრავს ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოება, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, მოქნილი და გამარტივებული მიტანისა და შეკვეთის სერვისი და მომხმარებელის კმაყოფილებაზე ორიენტირებული მომსახურების შეთავაზება. 

კომპანია „მადარტი“  დასაქმების მსურველებს იწვევს  ნამცხვრის მცხობელის/ჩამკრემავის პოზიციაზე სამუშაოდ!

სამუშაო ადგილი: პეკინი, გლდანი

სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე

ანაზღაურება : დღიური 30-45 ლარი

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/madartgeorgia

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@madart.ge . გთხოვთ “subject” ველში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც   აკეთებთ განაცხადს.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს „მადარტმა“ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

კომპანია მადარტი გისურვებთ  წარმატებას!