გაყიდვების ჯგუფის მენეჯერი

ფარმაცევტული კომპანია GMP
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
07-09
07-11


ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA (ჯი-ემ-პი) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების ჯგუფის მენეჯერის პოზიციაზე თბილისში

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი სამედიცინო განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ფარმაცევტული  ბაზრის ცოდნა
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • კრიტიკული/ ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • გუნდის ეფექტურად  მართვის უნარები.
  • პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • კომუნიკაბელურობა

  მოვალეობები:

  • სამედიცინო წარმომადგენლების გუნდის მართვა, განვითარება და მოტივირება
  • გაყიდვების გეგმის შესრულების უზრუნველყოფა
  • ორმაგი და აუდიტ ვიზიტების შესრულება
  • კომპანიისთვის ყველა მარკეტინგული აქტივობების მართვა;
  • გაყიდვების ბიუჯეტის ზედამხედველობა
  • პრეზენტაციების, სემინარების, მრგვალი მაგიდების ორგანიზება და გამართვა
  • ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას,
  • ყოველკვარტალურ ბონუსს.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას, სატრანსპორტო და სატელეფონო ხარჯების ანაზღაურებას.
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com  

გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

GM PHARMA (ჯი-ემ-პი) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM PHARMA-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.