ტრენინგების და პერსონალის განვითარების კოორდინატორი

ფარმაცევტული კომპანია GMP
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
07-09
07-11


ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA (ჯი-ემ-პი) აცხადებს ვაკანსიას ტრენინგების და პერსონალის განვითარების კოორდინატორის პოზიციაზე

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება - სოციალური მეცნიერებების მიმართულებით;
  • სასერტიფიკატო საბაზისო განათლება ტრენინგებისა და სწავლების მიმართულებით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • კრიტიკული/ ანალიტიკური/ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • კომუნიკაბელურობა

მოვალეობები:

  • კომპანიის მასშტაბით ტრენინგების წლიური გეგმის შედგენაში მონაწილეობის მირება
  • ტრენინგების გეგმის შესაბამისად ტრეინგების და სხვა სასწავლო აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და ჩატარების  კონტროლი;
  • ორგანიზებული ტრენინგების მონაცემთა ბაზის შექმნა. ხელშეკრულებებისა და ტრენინგების ორგანიზებისთვის საჭირო დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
  • საჭიროების შემთხვევაში სასწავლო/სატრენინგო სესიისთვის გამოსაყენებელი მასალების მომზადებაში დახმარების გაწევა.
  • ტრენინგების საჭიროების კვლევა/ინფორმაციის მოძიება და დამუშავება;
  • ყოველდღიური რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან

ჩვენ გთავაზობთ:

  • სტაბილურ სამსახურს
  • მაღალ და მზარდ ანაზღაურებას,
  • პროფესიული და კარიერული ზრდის შესაძლებლობას.

სამუშაო გრაფიკი - სრული

ადგილმდებარეობა - თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 52

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com

გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

GM PHARMA (ჯი-ემ-პი) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM PHARMA-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.