დანადგარების/სისტემების კვალიფიკაციაზე პასუხისმგებელი პირი

ფარმაცევტული კომპანია GMP
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
07-09
07-11


ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA (ჯი-ემ-პი) აცხადებს ვაკანსიას დანადგარების/სისტემების კვალიფიკაციაზე პასუხისმგებელი პირის  პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • დანადგარების/ ხელსაწყოების ვალიდაცია-კვალიფიკაციის პროცესების წარმართვა და პროცესის შედგების დოკუმენტირება.

მოთხოვნები:  

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე  მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • სავალდებულოა  ინგლისური ენის  სრულყოფილი ცოდნა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავის გზადკეცილი 52

სამუშაო გრაფიკი: 09:00 – 18:00 (1 სთ შესვენება) ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ  CV ელ. ფოსტაზე  vacancy@gmpgeo.com

გთხოვთ, საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

GM PHARMA (ჯი-ემ-პი) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM PHARMA-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

CV გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.