კლიენტების მომსახურებისა და ლოგისტიკის მენეჯერი

ფარმაცევტული კომპანია GMP
მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
07-09
07-11


ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA (ჯი-ემ-პი) აცხადებს ვაკანსიას კლიენტების მომსახურებისა და ლოგისტიკის მენეჯერის პოზიციაზე

დაქვემდებარება -  მიწოდების ჯაჭვის განყოფილება

სამუშაო ადგილი - რუსთავის გზადკეცილი 52

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პრეზენტაციის კარგი უნარი;
  • კომუნიკაბელურობა
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მიზანდასახულობა;
  • პუნქტუალობა,
  • ცვალებად ინფორმაციასა და გეგმებთან ეფექტურად მუშაობისა და ადაპტირების უნარი
  • პრობლემური სიტუაციების აღმოფხვრის უნარი და ლიდერის თვისებები
  • პრიორიტეტების განაწილების, ვადების დაცვის და სტრესული გარემოსადმი მდგრადობის უნარი
  • მოქნილობა და მოლაპარაკებების წარმოების  კარგი უნარი
  • კეთილსინდისიერების მაღალი სტანდარტის და მოთხოვნების დაცვის უნარი

მოვალეობები:

  • დისტრიბუციის, კლიენტების მომსახურებისა და მესამე მხარის საწყობის საკითხების მართვა ან კოორდინაცია.
  • არსებული პროცედურების შემოწმება ან ოპტიმალური ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის განხილვა კლიენტების მომსახურების დონის ამაღლების, ხარისხის მოთხოვნების დაკმაყოფილების და ლოგისტიკური ხარჯებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის რაციონალიზაციის მიზნით.
  • კლიენტთან (მყიდველთან) გასაფორმებელი ხელშეკრულების შედგენა და მართვა
  • კლიენტებთან დაკავშირებული ძირითადი მონაცემების შექმნა და განახლება ERP სისტემაში
  • მესამე მხარის ფუნქციონალური საწყობის მართვა უზბეკეთში, ხარისხის უზრუნველყოფის და ფინანსურ განყოფილებებთან ერთად.
  • გადაზიდვის თვიური გრაფიკის შემუშავება და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება კლიენტისთვის. გრაფიკის შესახებ კომპანიის თანამშრომლების ინფორმირება (გაყიდვების წარმომადგენელი საექსპორტო ქვეყნებში და ლოგისტი), შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვის მიზნით.
  • გაყიდვების შეკვეთის დამუშავების და ტრანსპორტირების დოკუმენტების გაცემის ორგანიზება, საკანონმდებლო მოთხოვნების, შიდა პროცედურებისა და კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით.
  • შეუსრულებელი შეკვეთების შესახებ ანგარიშის შედგენა, კონტროლი და სტატუსის განახლება მიწოდებისა და გაყიდვების განყოფილებებს შორის კომუნიკაციის და კლიენტებთან კომუნიკაციის მიზნით.
  • საქართველოს და საექსპორტო ქვეყნების მოქმედი რეგულაციების ან კანონების დის ცვლილებების მონიტორინგი, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დისტრიბუციის პროცესზე; რეაგირება ასეთი ცვლილებების მიმართ.

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com 

გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

GM PHARMA (ჯი-ემ-პი) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM PHARMA-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.