ლაბორატორიის ანალიტიკოსი

ფარმაცევტული კომპანია GMP
სამედიცინო
თბილისი
ვაკანსია
07-09
07-11


ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA (ჯი-ემ-პი) აცხადებს ვაკანსიას ლაბორატორიის ანალიტიკოსის პოზიციაზე

მოთხოვნები:  

  • უმაღლესი ფარმაცევტული განათლება (სასურველია მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი ფარმაცევტულ ანალიზში ან ქიმიაში);
  • სასურველია ფლობდეს სპეციალურ ცოდნას, ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში (მაგ.: GMP - სათანადო წარმოების პრაქტიკა და ა შ);
  • ფარმაცევტული კომპანიის, დამოუკიდებელ ან საუნივესიტეტო ლაბორატორიაში მუშაობის გამოცდილება მინ. 6 თვე;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • ლაბორატორიულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას);
  • ანალიტიკური აზროვნება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 52
  • სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით

საწყისი ხელფასი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებასა და პროფესიულ უნარ-ჩვევებზე.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV, მისამართზე: vacancy@gmpgeo.com 

გთხოვთ, საგანში (subject)  მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

GM PHARMA (ჯი-ემ-პი) წარმოადგენს საერთაშორისო, ფარმაცევტულ კორპორაციას, რომლის მედიკამენტები და საკვები დანამატები  იწარმოება დასავლეთ ევროპის ქვეყნებისა (გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, იტალია, შვედეთი, პორტუგალია) და საქართველოს GMP-სერტიფიცირებულ საწარმოებში. GM PHARMA-ს საწარმოს გააჩნია ფარმაცევტული წარმოებისათვის აუცილებელი ყველა საერთაშორისო სერტიფიკატი და ნებართვა: კარგი წარმოების პრაქტიკის – GMP PIC/S; ხარისხის მართვის – ISO 9001:2015 და ISO 17025:2010; აშშ-ს საკვები დანამატების უსაფრთხოების ინსპექციის – NSF.

GM PHARMA-ში მუშაობს 700-ზე მეტი მაღალკვალიფიციური თანამშრომელი საქართველოსა და კომპანიის საექსპოსრტო ქვეყნებში. კომპანია ყოველთის ეძებს ნიჭიერ და მოტივირებულ პროფესიონალებს და სთავაზობს თვითგანვითარების შესაძლებლობებს.

CV/აპლიკაციის/ავტობიოგრაფიის გამოგზავნის შემთხვევაში თქვენ აცხადებთ თანხმობას, თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაცია დამუშავდეს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობების წარმოშობის მიზნებისთვის.