მთავარი კონდიტერი

სმარტ რითეილი
მცხობელი
თბილისი
ვაკანსია
07-09
07-11


სს „სმარტ რითეილი“ აცხადებს ვაკანსიას მთავარი კონდიტერის პოზიციაზე 

ფუნქცია მოვალეობები:

  • საკონდიტრო პროდუქციის საწარმოო პროცესის დაგეგმვა/ორგანიზება;
  • სადღესასწაულო პროდუქციის მომზადება/გაფორმება სხვადასხვა ტექნოლოგიებით (მარციპანი და ა.შ.)
  • პროდუქციის ტექნოლოგიური პროცესების სრული მართვა;
  • პერსონალის მართვა, დავალებებისა და მიმართულებების მიცემა
  • პერიოდულად პროდუქციის ასორტიმენტის მოდიფიკაცია და განახლება წარმოების მთავარ ტექნოლოგთან შეთანხმებით.
  • საკონდიტროს კონცეტუალური სტრატეგიის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება და მუდმივი ჩართულობა;
  • ხარისხის კონტროლი;
  • ბაზრის მოთხოვნებზე ორიენტირებული მენიუს შემუშავება  და მისი პერიოდული განახლება;
  • საკონდიტროს ეფექტური მუშაობისთვის საჭირო ყველა ღონისძიების გატარება;
  • პასუხსიმგებლობის გაზიარება ინვენტარის მართვაზე;
  • სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი;
  • საკონდიტროს ორგანიზაციული სტრუქტურის და ფუნქციონირების ძირითადი პრინციპების ცოდნა;

მოთხოვნები:

  • გამოცდილება მინიმუმ 2-3 წლიანი შეფ კონდიტერის ან წამყვანი კონდიტერის პოზიციაზე, სასურველია  შემდეგ ინდუსტრიებში:
  • საცალო ვაჭრობა (მაღაზიათა ქსელი)
  • კვების ქსელური ობიექტები, რესტორანი (ები)
  • სწრაფი კვება, ქეითერინგი
  • სასტუმრო

დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ მისამართზე: wissolrecruiting@wissol.ge

წერილის სათაურში გთხოვთ ზუსტად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება  ელექტრონულ მისამართზე  6 თვის ვადით.