პერსონალის სწავლების და განვითარების სპეციალისტი

სმარტ რითეილი
სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
07-09
07-11


„ვისოლ ჯგუფის“ წევრი კომპანია სს „სმარტ რითეილი“, რომელის მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით 24/7-ზე მომხმარებლებს უქმნის შესაძლებლობას მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება, აცხადებს ვაკანსიას პერსონალის სწავლების და განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

ჩვენ მივესალმებით განვითარებაზე ორიენტირებულ, ინიციატივიან და ენერგიულ ადამიანებს, რომელთაც სურთ თავიანთი საქმიანობა დაუკავშირონ პერსონალის სწავლების, განვითარების და ზრუნვის საკითხებს. გამომდინარე საქმიანობის სპეციფიკიდან, პოზიცია შეესაბამება კარგი კომუნიკაციური და გადმოცემის უნარების მქონე კანდიდატებს, რომელთაც აქვთ გარკვეული გამოცდილება მომსახურების ან გაყიდვების მიმართულებით, „ესმით“ როგორი უნდა იყოს კარგი მომსახურება და როგორ შეუქმნან მომხმარებელს პოზიტიური გამოცდილება.

პოზიციასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

  • სწავლების და ტრენინგების მიმართულებით სამუშაო გამოცდილება არ არის სავალდებულო. ჩვენი გუნდი მზად არის გაუზიაროს პოზიციაზე დასაქმებულ კანდიდატს შესაბამისი ცოდნა, დაგროვილი გამოცდილება, სასწავლო მასალები და გაუწიოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საქმიანობის საწყის ეტაპზე.
  • პოზიცია გულისხმობს სრულ სამუშაო განაკვეთს, თუმცა ითვალისწინებს ცალკეულ გარე პროექტებში და პირადი კვალიფიკაცია-ცოდნის გაღრმავების ღონისძიებებში მონაწილეობის შესაძლებლობას (ურთიერთშეთანხმებების საფუძველზე).
  • გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან, ამჟამად სს „სმარტ რითეილის“ ყველა სასწავლო ღონისძიება მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის გამოყენებით.
  • რაც არ გულისხმობს სწავლების და განვითარების სპეციალისტის დისტანციურ რეჟიმში (სახლიდან) მუშაობას (გარდა განსაკუთრებით მწვავე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობებისა).
  • ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ სასწავლო ღონისძიებების ნაწილი გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში, ნაწილი კი დაუბრუნდება ე.წ. აუდიტორიაში სწავლების ფორმატს;
  • სწავლების და განვითარების სპეციალისტის ანაზღაურება შეადგენს 1 000 ლარს (ხელზე ასაღები თანხა).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • მაღაზიის თანამშრომელთა მხარდაჭერა მომხმარებელთა მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში;
  • მომხმარებელთა მომსახურების სტანდარტის შემუშავება-სრულყოფაში მონაწილეობის მიღება;
  • პერსონალის სწავლების საჭიროებების განსაზღვრა;
  • სხვადასხვა სახის სასწავლო ღონისძიებების ინიცირება და ჩატარების უზრუნველყოფა;
  • სხვადასხვა მიმართულებით, პრიორიტეტულად მომხმარებელთა მომსახურების საკითხებზე ტრენინგ პროგრამების შემუშავება;
  • ტრენინგების ჩატარება მომხმარებელთა მომსახურების და შემუშავებული მომსახურების სტანდარტის საკითხებზე;
  • სმარტის მაღაზიათა ქსელში მომხმარებელთა მომსახურების შესახებ სხვადასხვა წყაროებიდან (ქოლ-ცენტრი, მისტიური მომხმარებლის კვლევა, სხვადასხვა გამოკითხვები) მიღებული ინფორმაციის დამუშავება, მაღაზიის პერსონალთან განხილვა და გაუმჯობესების გზების დასახვა;
  • მომხმარებელთა მომსახურების საკითხებთან დაკავშირებული კვლევების განხორციელების მხარდაჭერა (მათ შორის ყოველთვიური მისტიური მომხმარებლის კვლევის);
  • საჭიროებებიდან გამომდინარე, „ვისოლ ჯგუფში“ შემავალ კომპანიებთან (პიორიტეტულად ბენზინგასამათი სადგურების ქსელთან) ჩამოთვლილ საკითხებთან დაკავშირებით თანამშრომლობა-ჩართულობა.

მნიშვნელოვანი მოთხოვნები:

  • ვერბალური და ციფრული (ინტერნეტ) კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
  • ინფორმაციის სტრუქტურირების და როგორც ვერბალური ასევე წერილობით გადმოცემის უნარი;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • უმაღლესი განათლება, ბაკალავრის ხარისხი ან მეტი;
  • მომხმარებელთან უშუალო კომუნიკაციის გამოცდილება, სასურველია რითეილის ან ნებისმიერი სახის გაყიდვების სფეროში;
  • სწავლების (ტრენინგების) მიმართულებით მუშაობის სურვილი და მზაობა;
  • საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მივლინებებისადმი მზაობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ ჩაწეროთ და მოგვაწოდოთ ვიდეო მიმართვა, სადაც მოახდენთ საკუთარი თავის გაცნობა-პრეზენტაციას, გვიამბობთ თქვენს საინტერესო და ძლიერ მხარეებზე.

  • ვიდეომიმართვის მაქსიმალური ხანგრძლიობა 3 წუთი.
  • ვიდეომიმართვა ატვირთეთ youtube.com-ზე ან wetransfer.com-ზე და მოგვეწოდეთ ლინკის სახით.
  • ვიდეომიმართვის ლინკი და რეზიუმე გთხოვთ გამოაგზავნით შემდეგ მისამართზე plds@smart.ge

საჭიროების შემთხვევაში, ამავე მეილზე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ვაკანსიასთან დაკავშირებული თქვენი შეკითხვები, ჩვენ შევეცდებით ოპერატიულად გიპასუხოთ.

ვიდეომიმართვის გარეშე კანდიდატურა ვაკანსიაზე არ განიხილება.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.