ჯუსერი

SKA Juice Bar
რესტორანი/კვება
თბილისი
ვაკანსია
31-05
30-06


"სკა" არის პირველი ჯუს ბარის კონცეფცია საქართველოში, რომლის მისიაც არის საზოგადოებაში დანერგოს ჯანსაღი, აქტიური და ხალისიანი ცხოვრების წესი.

ვის ვეძებთ? ვეძებთ ახალგაზრდა, ენერგიულ, მოტივირებულ და ჯანსაღი ცხოვრების მიმდევარ ადამიანებს, რომლებიც "სკას" ამბასადორები იქნებიან საზოგადოებაში.

"სკა ჯუს ბარი"აცხადებს ვაკანსიას ჯუსერის პოზიციაზე

პოზიციის მიმოხილვა:

  • ჯუსერი არის "სკას" გუნდის ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი, რომელიც პასუხისმგებელია სტუმრის პირველ შთაბეჭდილებაზე, განსაკუთრებულ მომსახურებაზე და მაღალი სტანდარტების დაცვაზე. ჯუსერი "სკაში" შემოსულ სტუმარს ხვდება ღიმილით, იღებს შეკვეთებს, ამზადებს სასმელსა და საჭმელს და ყურადღებას აქცევს რომ ბარი ყოველთვის წესრიგში იყოს სკას სტანდარტების მიხედვით.

პასუხისმგებლობები:

  • სტუმართან ურთიერთობა: ენერგიულად, სწრაფად და სრულყოფილად მომსახურება;
  • პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაცია (ყველა პროდუქტის კატეგორიაში "სკას" მიერ მომზადებული ნუტრიციული ინფორმაციის ცოდნა);
  • სტუმართან დღის შეთავაზებებსა და ახალი პროდუქტების შესახებ კომუნიკაცია;
  • სალაროსთან შეკვეთების მიღება;
  • პროდუქტის მაღალი ხარისხით, არსებული რეცეპტებისა და სტანდარტების მიხედვით დროულად მომზადება;
  • მაგიდების ალაგება;
  • სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა;
  • ნებისმიერი სახის ფიდბექის ან უკმაყოფილების ბარის მენეჯერთან დაფიქსირება;
  • სტუმრის მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილება (სკას კონცეფციის ფარგლებში);
  • მუდმივი ტრენინგი და განვითარება.

ბენეფიტები:

  • მეგობრული სამუშაო გარემო;
  • მოქნილი სამუშაო გრაფიკი - სწავლის და მუშაობის შეთავსება;
  • თიბისი დაზღვევის ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • სტარტაპში მონაწილეობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელ-ფოსტაზე: ana@skagroup.ge

საკონტაქტო ტელეფონი: +995 599 988585.

კონცეფციაზე უკეთესი წარმოდგენის შექმნისთვის იხილეთ ვიდეო: https://www.facebook.com/skajuicebar/videos/527486004689257/