გარე გაყიდვების აგენტი

ალგანი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
18-06
18-07


დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 6000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას გარე გაყიდვების აგენტის პოზიციაზე. 

ძირითადი ვალდებულებები: 

  • ახალი კლიენტების მოძიება და მათთან გრძელვადიანი კომერციული ურთიერთობების აწყობა;
  • ახალი კლიენტის სავაჭრო ობიექტის შესწავლა/ანალიზის საფუძველზე კომპანიის პროდუქციის შეთავაზება/წარდგინება, ფასების გაცნობა და მოლაპარაკებების წარმოება;  
  • კლიენტებისთვის ხელშეკრულებების პირობების დეტალური გაცნობა/შეთანხმება;
  • ხელშეკრულებისთვის გაფორმების კოორდინაცია;
  • არსებული კლიენტების მუდმივი ინფორმირება, კომპანიაში შემოსული ახალი პროდუქციის თაობაზე და აღნიშნული პროდუქციის შეთავაზება; 
  • გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად ახალი იდეების და განვითარების გეგმის შეთავაზება უშუალო ხელმძღვანელისთვის; 
  • არსებული და პოტენციური მომხმარებლების აღრიცხვა, მონიტორინგი;
  • რეალიზაციის არხების განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

მოთხოვნები: 

  • სასურველია გაყიდვების/მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველი ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • სავალდებულოა საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • დასახული მიზნების მიღწევის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი - პარასკევი: 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, შაბათი: 10:00 საათიდან 14:00 საათმდე. 
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.