გენერალური დირექტორის მრჩეველი

ალგანი
დაცვა
თბილისი
ვაკანსია
04-08
04-09
2000


დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 6000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების მიმართულებით გენერალური დირექტორის მრჩეველის პოზიციაზე. 

ძირითადი ვალდებულებები: 

  • გენერალური დირექტორის ყოველდღიურ საქმიანობაში აქტიური ჩართულობა;
  • კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება; 
  • დაგეგმილ შეხვედრებსა და ღონისძიებებზე მონაწილეობის მიღება;
  • გენერალური დირექტორის დავალებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება და შემაჯამებელი დოკუმენტების მომზადება;
  • გენერალური დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და გაცემული დავალებების შესრულების შემოწმება და შემოწმების შედეგების შესახებ დირექტორის ინფორმირება;
  • ფიზიკური დაცვისა და ტექნიკური სამსახურების საქმიანობაზე ზედამხედველობა და კონტროლი;
  • ცოცხალი ძალით დაცულ ობიექტებზე მცველების მუშაობის მონიტორინგი;
  • ცოცხალი ძალით დაცვის სტანდარტის ფორმირებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება; 
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 

განათლება და სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ძალოვან სტრუქტურაში ან უსაფრთხოების სფეროში მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.დამატებითი მოთხოვნები:

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მენეჯერული უნარები;
  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 – 19:00 საათი, შაბათს 10:00 – 14:00 საათი. 
  • ხელზე ასაღები ანაზღაურება: 2000 ლარი 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge
ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.