საგზაო ინჟინრი

ქრიზოლითი+
ინჟინერია
ახალციხე
ვაკანსია
19-06
19-07


შპს "ქრიზოლითი +" არის A ტიპის ინსპექტირების ორგანო, რომელიც დაარსდა 2014 წელს და 2016 წლიდან მიღებული აქვს ISO/IEC 17020:2012/2013 საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტით აკრედიტაცია. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი საქმიანობა აღიარებულია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე, როგორც მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და კონფიდენციალობის პოლიტის დაცვით განხორციელებული ინსპექტირება.

შპს "ქრიზოლითი +"-ს პროფესიონალიზმს განსაზღვრავს მისი თანამშრომლების და ტოპ მენეჯმენტის ინტელექტი, გამოცდილება და იმ ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც როგორც აკრედიტირებულ ორგანიზაციას, ვალდებულებად აქვს მიღებული.

ამჟამად შპს "ქრიზოლითი +" ახორციელებს საზედამხედელო სამუშაოებს, მუნიციპალიტეტების მიერ დაფინანსებულ სამშენებლო სამუშაოებზე.

კომპანია ქრიზოლითი + აცხადებს ვაკანსიას ზედამხედველი მეგზევე-ინჟინრის (საგზაო ინჟინრის) პოზიციაზე ახალციხეში.

სამუშაო პირობები:

  • ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად
  • სამუშაო განაკვეთი: სრული

მოთხოვნები:

  • Microsoft Office კარგად ცოდნა
  • საგანმანათლებლო ხარისხი: უმაღლესი განათლება
  • სამუშაო გამოცდილება 5 წელზე მეტი

ფუნქცია-მოვალეობები:

  • გზების სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ზედამხედველობის განხორციელება
  • სამშენებლო ობიექტებზე მიმდინარე სამუშაოების სათანადო ხარისხთან და საპროექტო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და კონტროლი;
  • სამშენებლო ობიექტებზე დარღვევებისა და ხარვეზების დროული გამოვლენა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და გამოვლენილ დარღვევებზე/ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ CV შემდეგ მეილზე: khrizolitiplus@gmail.com

ველში Subject მიუთითეთ: მეგზევე-ინჟინერი