1C ERP პროგრამის ადმინისტრატორი

ბიბლუსი
ფინანსები
თბილისი
ვაკანსია
15-07
01-08


წიგნის მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.

კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.

დღეისათვის, ბიბლუსი აერთიანებს 63 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.

„ბიბლუსი“ არის ქვეყნის ერთ–ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს – გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო

მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

წიგნების მაღაზიათა ქსელი „ბიბლუსი“ აცხადებს ვაკანსიას 1C ERP პროგრამის ადმინისტრატორიპოზიციაზე

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;,
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ოპტიმიზაცია და პროგრამული ადინისტრირება;
  • კომპანიის საჭიროებების მიხედვით ახალი მოდულების ამუშავება, ტესტირება და ბაზის მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების მომზადება;
  • მმართველობით და ბუღალტრული ოპერაციების შედარება/კონტროლი;
  • მოთხოვნის შესაბამისად რეპორტების მომზადება;
  • პროგრამული სისტემისა და დამატებითი მოწყობილობების ინსტალაცია, შემდგომ მათი გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
  • პროგრამის მომხმარებლების მხარდაჭერა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • 1C ERP პროგრამის დანერგვასა და მოდულების ადმინისტრირების მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • აუცილებელია ბუღალტრული აღრიცხვის საფუძვლების ცოდნა, სასურველია საცალო გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოდილება.
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები;

  • გუნდის მართვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პუნქტუალურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, 2020 წლის 31 ივლისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადი აღნიშნულ ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0x8719005056a2625311ea848748cf4010

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/ გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით/აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის.თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!