ციფრული მარკეტინგის მენეჯერი

ბიბლუსი
მარკეტინგი/PR
თბილისი
ვაკანსია
12-07
10-07


წიგნის მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" დაარსდა 2008 წლის 23 მაისს. ყველაფერი კი 11 წლის წინ, ერთი პატარა მაღაზიით დაიწყო თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე. ალბათ მაშინ ვერც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ეს პატარა მაღაზია წიგნის ყველაზე დიდ ქსელად იქცეოდა საქართველოში.
კომპანიის არსებობის 11 წლის მანძილზე, ჩვენ შევძელით შეგვექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი, რომელიც აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს და სარგებლობს მრავალრიცხოვანი მომხმარებლის დამსახურებული ნდობით.
დღეისათვის, "ბიბლუსი" აერთიანებს 63 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით.
"ბიბლუსი" არის ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი და კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი კეთილი მიზანი აერთიანებს - გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.
ასე, რომ მოუთმენლად გელოდებით ჩვენს დიდ გუნდში, იმისთვის, რომ ერთად ვაკეთოთ ღირებული და მნიშვნელოვანი საქმე.

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე.

ჩვენთან გელოდებათ:

  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • კომფორტული სამუშაო გარემო;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • და რაც ყველაზე მთავარია ჩვენთან განსაკუთრებით ფასდება ერთგულება და ახალი იდეების ინიცირება.

სამსახურეობრივი მოვალეობები:

  • ელექტორნული გვერდების ფინანსური გეგმების შემუშავება და მათი შესრულებისთვის საჭირო ღონისძიებების დაგეგმარება, ხელმძღვანელბასთან შეთანხმება.
  • კომერციული ციფრული მიმართულებების მუდმივი ანალიტიკა, შესაბამისი დასკვნების გამოტანა და ღონისძიებების დაგეგმარება ხელმძღვანელობასთან შეთანხმება
  • ციფრული კომერციის წლიური ბიუჯეტის შემუშავება.
  • ციფრული კომერციის მომგებიანობის გეგმის შემუშავება და მუდმივი ზრუნვა მის გაუმჯობესებაზე;
  • დაქვემდებარებული გუნდის მართვა და მათი სამუშაო პროცესების კონტროლი/შეფასება.
  • კომპანიის ონლაინმარკეტინგის გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიის გაწერა ხელმძღვანელთან შეთანხმება და მისი შესრულება.
  • კომპანიის ვებგვერდ(ები)სა და youtube channel-ზე მუშაობა,
  • ონლაინმარკეტინგის არხების მოძიება, მათი შეფასება, ეფექტურობის მაჩვენბლების დადგენა და სარეკლამო კამპანიის განხორციელება;
  • კომპანიის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ატვირთვა ვებგვერდზე, ასევე სხვა აუცილებელი კონტენტის შევსება ვებგვერდზე დამხმარესთან ერთად (ფოტოები, ანოტაციები, აღწერილობა);
  • მუდმივი ზრუნვა ვებგვერდის განვითარებაზე/სიახლეების მოძიება/ინოვაციების დანერგვა;
  • ვებგვერდისა და youtube Channel-ის რეიტინგის კონტროლი და ზრუნვა რეიტინგის ამაღლებაზე;
  • ვებგვერდის ტექნიკურად გამართვა და წარმოქმნილი პრობლემების მოგვარება, ვებჯგუფისთვის ტექნიკური დავალების მიცემა.
  • Online გაყიდვების, ტრანზაქციების, ჩარიცხვების, შეკვეთების მონიტორინგი;
  • Online შეკვეთების ადგილზე მიტანის კონტროლი;
  • სხვა დაგეგმილ მარკეტინგულ აქტივობებში ჩართულობა და საორგანიზაციო საკითხებში მონაწილეობა;
  • youtube - არხზე კომპანიის სარეკლამო/პრ ვიდეობის განთავსება;
  • დიზაინერთან ერთად ვებგვერდისთვის განკუთვნილი დიზაინების კონცეფციის მოფიქრება მარკეტინგის ხელმძღვანელთან ერთად.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
  • აუცილებელია შემდეგი პროგრამებისა ცოდნა: Excel, Word, Powerpoint, სასურველია Photoshop.

პიროვნული მახასიათებლები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • მჭიდრო ვადებში მუშაობის უნარი.

პირობები:

  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის 49.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2020 წლის 30 ივნისის ჩათვლით შეავსოთ განაცხადი ბმულზე: http://hr.palitra.ge/vacancy/0x90f9005056a2625311ea023601e188ed

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

აღნიშნული ვაკანსიის ფარგლებში თქვენ მიერ რეზიუმეს ან/და სხვა მონაცემების შემცველი ინფორმაციის წარდგენით, თქვენ თანხმობას აცხადებთ და კომპანიას აძლევთ შემდეგ უფლებამოსილებას:

გაეცნოს/განიხილოს/დაამუშავოს/შეინახოს მოწოდებული ინფორმაცია/გამოიყენოს მარკეტინგული კომუნიკაციისათვის/გადასცეს მასთან აფილირებულ პირებს ამავე მიზნებით. აღნიშნული უფლებამოსილება გაცემულად ჩაითვლება წინამდებარე მიზნობრიობის ამოწურვამდე ვადით, მათ შორის მომავალში ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურის განხილვისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის, ასევე მარკეტინგული მიზნებისათვის, მოქმედი კანონმდებლობის დაცვით.

თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მოგვმართოთ ამავე გზით და მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან/და გამოყენების შეწყვეტა.

კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს მოცემულ ვაკანსიაზე თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია.

თქვენ ადასტურებთ, რომ გამოგზავნილი ინფორმაცია გეკუთვნით თქვენ და შეესაბამება სინამდვილეს.

გისურვებთ წარმატებას!