წარმოების უფროსი

გზის სამშენებლო კომპანია
წარმოება
თბილისი
ვაკანსია
29-06
29-07


გზის სამშენებლო კომპანია აცხადებს ვაკანსიას წარმოების უფროსის პოზიციაზე

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

წარმოების უფროსი აკონტროლებს ქარხნების (ასფალტის ქარხანა, ემულსიის ქარხანა, ქვის სამტვრევი საამქრო) გამართულ მუშაობას და პასუხისმგებელია დროულ და ხარისხიან პროდუქციის წარმოებაზე.

წარმოების უფროსის მოვალეობები:

  • საწარმოო საქმიანობის გამართულად მუშაობის კონტროლი (ასფალტის ქარხანა, ქვის სამტვრევი საამქრო, ემულსიის ქარხანა და სხვა ნებისმიერი მშენებლობასთან დაკავშირებული წარმოება)
  • მუდმივი კონტროლი და ზედამხედველობა საჭირო ნედლეულის სწორ და მიზანმიმართულ გამოყენებაზე და შესაბამისი მარაგების უზრუნველყოფაზე;
  • დოკუმენტების სწორი წარმოება ყოველ შესრულებულ სამუშაოებზე (წარმოებული პროდუქციისა და გახარჯული ნედლეულის შესახებ), თანამშრომელთა დასწრების ტაბელები, ზედნადები ხარჯების აღრიცხვა;
  • პროექტებიდან და გაყიდვების სამსახურიდან მიღებული ინფორმაციის დამუშავება / შესწავლა. შესასრულებელი სამუშაოების გრაფიკის დაგეგმვა, დათქმულ ვადებში და შესაბამისი ხარიხით შესრულება;
  • დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ერთეულებში თანამშრომლების რიცხოვნობის ოპტიმალური განსაზღვრა.
  • წარმოების გამართვისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება და მოწესრიგება (გზშ, ნებართვები, ტერიტორიის იჯარები და ა.შ.)
  • წარმოების ცვეთადი ნაწილების შესყიდვის საჭიროების ინიცირება, მომარაგების კონტროლი და აღნიშნულის გამო წარმოების მოცდენის მინიმიზაცია.
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების მხრიდან კომპანიაში არსებული წესების დაცვა.
  • სამუშაოების შესრულება საქართველოს კანონმდებლობით და  ორგანიზაციაში მიღებული წესების დაცვით;
  • ნებისმიერ დარღვევაზე სწრაფი რეაგირება, რამაც შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს ორგანიზაციას.
  • სტრატეგიული გეგმის და წლიური ბიუჯეტის შედგენა;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • კომპიუტერული უნარ-ჩვევები;
  • მუშაობის გამოცდილება დიდ საწარმოო ორგანიზაციაში ხელმძღვანელ პოზიციაზე არანაკლებ 3 წლისა;
  • კარგი მენეჯერული თვისებები;
  • ორგაზინებულა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ მიმდინარე წლის 25 ივლისამდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr_company1@yahoo.com

გთხოვთ წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება-წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.