შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტი

რამ პოლიტეკქს
ხარისხის კონტროლი
თბილისი
ვაკანსია
29-06
29-07


„რამ პოლიტეკქს“ი არის ერთ-ერთი მსხვილი აზერბაიჯანული კომპანია, რომელიც ახორციელებს საქმიანობას 7 ქვეყანაში, აზერბაიჯანში, რუსეთში, ჩეხეთში,ყაზახეთში ურკაინაში და ირანში  ტომრების წარმების კუთხით.

„რამ პოლიტეკქს“ აცხადებს ვაკანსიას შრომითი უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე

გთხოვთ ყურადღებით ბოლომდე გაეცანით პირობებს.

პირობრბი:

  • საუშაო ადგილი: ლილოს დასახლება იუმაშევის ქ#27
  • სამუშაო განრიგი:  სრული 09:00 დან 18:00 მდე.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით (კვალიფიკაციის და მიხედვით)

ძირითადი მოვაეობები:

  • უსაფრთხოების ზოგადი ნორმების დაცვის უზრუნველყოფა და შესაბამისი წესების დადგენა;
  • თანამშრომლების შრომის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა და მათთვის შესაბამისი ქცევის სტანდარტების დადგენა;
  • შრომის უსაფრთხოების რისკების თავიდან აცილების გეგმის შემუშავება;
  • შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება თანამშრომლებისთვის
  •  სახანძრო უსაფრთხოება და საევაკუაციო გეგმების შემუშავება;
  • საწარმო პროცესის უსაფრთხოებაზე ზრუნვა და კონტროლი;
  • რეპორტების და ანგარიშების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება და პროფესიული სასწავლებლის სერთიფიკატი  (აუცილებელია)
  •  არანაკლებ 2 წლამდე საწარმოში მუშაობის გამოცდილება.
  • სახელმწიფოს მიერ აღიარებული შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული პროგრამის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი; (აუცილებელია)
  • კანდიდატი უნდა ერკვეოდეს შრომითი და სხვადასხვა ტექნიკურ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მოთხოვნებში;
  • ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია;
  • ინსპექტირების ჩატარების ტექნიკის ცოდნა;
  • საფრთხის ანალიზის და რისკის შეფასების პროცედურების ცოდნა;
  • აუცილებელია რუსული ენის კარგად ცოდნა
  • კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა

პიროვნული უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დაკვირვებულობა და  დეტალებზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებულობა და დროის სწორად დაგეგმარება
  • გუნდსი მუშაობის უნარი;

გთხოვთ გაითვალისწინოთ, გასაუბრება მოხდება რუსულ ენაზე.

გთხოვთ რეზიუმე (CV) (ქართულ ან რუსულ ენაზე) ფოტო სურათით  (სასურველია სარეკომენდაციო წერილით ) გადმოგვიგზავნოთ შემდეგ  ელ.ფოსტის მისამართზე: hr@rampolytex.ge  თემის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება.

პირის მიერ რეზიუმის  (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2-3 თვის ვადით, შეინახება ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.