გაყიდვების მენეჯერი
გოფრატარა
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
03-07
03-08
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
03-07
03-08
მუყაოს ყუთების მწარმოებელი კომპანია შპს,,გოფრატარა" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები:
- მომხმარებლის მოზიდვის მიზნით სტრატეგიის შემუშავება, შეთანხმება და მოზიდვისთვის საჭირო აქტივობების შესრულება;
- პოტენციური კლიენტის შესახებ ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი, შეხვედრების დაგეგმვა და გაყიდვების მაჩვენებლის გაზრდა;
- არსებულ კლიენტებთან შეხვედრების წარმოება;
- პირადი პორტფელის ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგების მომზადება, უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენის მიზნით;
- სახელმწიფო დაწესებულებებთან ურთიერთობის წარმოება;
- მომხმარებელთა ბაზის მუდმივი განახლება;
- გაყიდვებთან დაკავშირებულ, სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა და გამოცდილება;
- აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე);
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პრობლემების ანალიზისა და გადაჭრის უნარი;
- ორგანიზებულობა და დისციპლინა;
- პრეზენტაციის წარდგენის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციიას და მოლაპარაკების უნარი;
სამუშაო პირობები:
- ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, გლდანი
- სამუშაო გრაფიკი: სრული (ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00)
- ანაზღაურება - შეთანხმებით გამოცდილებიდან გამომდინარე.
თუ გსურთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ. მისამართზე: gofratara.ltd@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 597 02 44 55