მოლარე-კონსულტანტი

ფეხსაცმლის ლაბორატორია
მოლარე-კონსულტანტი
თბილისი
ვაკანსია
13-08
13-09
400


მულტიბრენდული მაღაზია „CONCEPT აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

  • აუცილებელი მოთხოვნაა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება წესების სრული დაცვით;
  • გაყიდვების ზრდაზე ორიენტირებულობა;
  • დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

  • მომხმარებლის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
  • მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის ცოდნა.
  • კომუნიკაბელურობა;
  • თავაზიანობა;
  • ორგანიზებულობა და დისციპლინა;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • მოტივირებული და შრომისმოყვარე.

ძირითადი მოვალეობები:

  • მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, სწორი და საჭირო ინფორმაციის მიწოდება და მათი მოთხოვნების დაკმაყოფილება;
  • პროდუქციის თაროებზე განთავსება,
  • თაროების ახალი საქონლით რეგულარულად შევსება და არასაჭირო პროდუქციისგან გათავისუფლება;
  • ფასების იარლიყების და საორიენტაციო ნიშნების სწორად განთავსება;
  • მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა დავალებების შესრულება.

პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი
  • სამუშაო განაკვეთი: სრული. 11სთ. – 20სთ. კვირაში 1 დღე დასვენება.
  • გამოსაცდელი პერიოდი 1 თვე.
  • ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში ფიქსირებული 400 ლარი.
  • მეორე თვიდან ფიქსირებულს დამატებული გაყიდვების ბონუსი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელ. ფოსტის მისამართზე: contact@shoeslab.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!