გარე გაყიდვების მენეჯერი

პრემიუმ მედსერვისი
გაყიდვების მენეჯერი
თბილისი
ვაკანსია
06-07
06-08


კლინიკა „პრემიუმ მედსერვისი“ აცხადებს ვაკანსიას  გარე გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

კომპანია  იწყებს საცალო გაყიდვების გუნდის ფორმირებას. აღნიშნული ვაკანსია განკუთვნილია ენერგიული და მოტივირებული ახალგაზრდებისათვის, რომელთაც სურთ მიიღონ გამოცდილება, აიმაღლონ კვალიფიკაცია და ქონდეთ შესაძლებლობა კარიერული წინსვლისა.

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთვის კლინიკის პროდუქტის შეთავაზება;
  • კლიენტებთან შეხვედრის დანიშვნა, მოლაპარაკება და საბუთების გაფორმება;
  • კლიენტების ბაზის შექმნა და მართვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ან არასრული უმაღლესი განათლება;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული უნარები;  
  • სასურველია საკუთარი ავტომანქანა. 

პიროვნული უნარები:

  • აზრის გამართულად და მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაბელურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ორგანიზებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ცვლილებისადმი სწრაფი ადაპტაციის უნარი;
  • სტრესული და კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი;
  • ენერგიულობა;
  • სისხარტე;
  • მოზანდასახულობა;
  • კეთილგანწყობა.

ანაზღაურება: შეთანხმებით (დამოკიდებულია კადრის კვალიფიკაციაზე)

სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე:ელ. ფოსტა:  anna_skh@yahoo.com   ან დაგვიკავშირდით ნომერზე:  599 711 731

გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ  იმ პოზიციის დასახელება, რომელითაც დაინტერესდებით,  წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!