ადმინისტრაციული ასისტენტი

ალგანი
ადმინისტრაცია დაცვა
თბილისი
ვაკანსია
13-07
13-08


დაცვის კომპანია "ალგანი", რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს "ალგანის" პორტფოლიო 6000-ზე მეტ ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1900-მდე ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიაში შემოსული სატელეფონო ზარების მიღება, შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება ან/და ადრესატთან გადამისამართება;
  • კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა და შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • კომპანიის სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • სამეურნეო და საკანცელარიო მარაგების შევსება და კონტროლი;
  • დავალიანების მქონე კლიენტებთან ყოველდღიურად ზარების განხორციელება და არსებული დავალიანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • პრობლემურ კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმძღვანელისთვის;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სავალდებულოა ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • საქმისა და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 - 19:00 საათი, შაბათს 10:00 - 14:00 საათი.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge და ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.