კულინარიის შემსწავლელი კურსები

უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO
განათლება
თბილისი ქუთაისი ბათუმი რუსთავი თელავი
სასწავლო კურსი
21-06
21-08


უნივერსალური ცოდნის აკადემია UNIKO აცხადებს მიღებას კულინარიის კურსებზე.

კურსის გავლა შესაძლებელია თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმსა და თელავში.

მზარეულის პროფესიული პროგრამები განკუთვნილია ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც სურს, საფუძვლიანად შეისწავლოს კულინარია, გახდეს პროფესიონალი მზარეული, და მიიღოს პროფესიონალი მზარეულის სერტიფიკატი.

თუ მოინდომებთ, შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ საჭმელის მომზადება არც მოსაწყენია და არც მონოტონური. გეპატიჟებით, ერთად მოვაწყოთ მსოფლიოს გარშემო კულინარიული მოგზაურობა. ჩვენ მოგცემთ შესაძლებლობას, აღმოაჩინოთ ახალი გემო და ახალი სიამოვნება. შეისწავლოთ მზარეულის პროფესია ფესვებიდან თანამედეროვეობამდე.

კულინარიამ  გაიარა თავისი განვითარების საკმაოდ გრძელი და რთული გზა და საბოლოოდ  გადაიქცა ნამდვილ კულინარიულ ხელოვნებად.

ჩვენი კურსის გავლით მოგეცემათ შესაძლებლობა: დაეუფლოთ ძალიან მოთხოვნად და პრერსტიჟულ პროფესიას, ჩამოყალიბდეთ, როგორც პროფესიონალი; კურსის განმავლობაში მიიღოთ პრაქტიკული და თეორიული ცოდნა საუკეთესო რესტორნებში საუკეთესო მზარეულებთან.

კურსი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

  • პროდუქტების შენახვის და დამუშავების წესები;
  • სამზარეულოს ორგანიზაციული სტრუქტურა და ფუნქციონირების ძირითადი საკითხები;
  • სამუშაო აღჭურვილობის  და თანამედროვე მანქანა-დანადგარების შერჩევა, მომზადება, გამოყენება, მოვლა და უსაფრთხოება;
  • კერძების მომზადების ტექნოლოგიური ჯაჭვი და  პროდუქტების  მიღების და  შენახვის  წესები,  მარკირება, სანიტარული ნორმების დაცვა სამზარეულოში;
  • საკვები პროდუქტების სახეები, შემადგენლობა;
  • შენახვის პირობები;
  • სანელებლები და მათი კლასიფიკაცია;
  • ქართული სამზარეულოს  წარმოშობა, სხვა ქვეყნების გავლენები და რეგიონალური თავისებურებები;
  • ქართული სამზარეულოს ცივი და ცხელი კერძების მომზადება, მსოფლიო კულინარიული ხელოვნების საფუძვლები და მათი თავისებურებები;
  • მსოფლიო სამზარეულოს მარტივი სტრუქტურის კერძების რეცეპტურის საფუძველზე მომზადება;
  • კერძის თვით ღირებულების გამოთვლა;
  • ეროვნული კერძების რეცეპტურა;
  • ქართულმა სამზარეულომ მრავალსაუკუნოვან გამოცდას გაუძლო და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ძალიან დახვეწილი სახით;
  • საკვები პროდუქტების ხარისხიანობის განსაზღვრა;
  • მენიუს ნაირსახეობები და შედგენის წესები (აპეტაიზერის და აპერატივის განხილვა).

ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 თვე.

მეცადინეობები ჩატარდება კვირაში სამჯერ, 2 სთ.

მის: მელიქიშვილის 18, მ. რუსთაველის უკან, ბარნოვის № 3 ან წერეთლის გამზირი № 1
დაგვიკავშირდით: +995 599 13 17 91, +995 558 10 13 36, +995 574 02 11 00, +995 32 22 67 03;
ელ-ფოსტა: unikoacademy@gmail.com
ეწვიეთ ჩვენს ვებ -გვერდს: www.uniko.ge
დაგვიმეგობრდით Facebook-ზე: https://goo.gl/8r5TjJ

რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: www.uniko.ge/registration