განყოფილების უფროსი

ალგანი
დაცვა
თბილისი
ვაკანსია
24-08
24-09
1200-1500


დაცვის კომპანია „ალგანი“, რომელიც დაარსდა 2004 წელს, არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ლიდერი კომპანია საქართველოში. დღეს „ალგანის“ პორთფოლიო 6000-მდე ორგანიზაციასა და კერძო პირს მოიცავს. კომპანია ორიენტირებულია საქართველოში უსაფრთხოების თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისების დანერგვასა და მიწოდებაზე. დღეისათვის ალგანში დასაქმებულია 1800-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ყოველდღიურად უზრუნველყოფენ უსაფრთხოებას მთელი ქვეყნის მასშტაბით. 

დაცვის კომპანია “ალგანი” აცხადებს ვაკანსიას განყოფილების უფროსის პოზიციაზე.  

ძირითადი მოვალეობები:  

  • ცოცხალი ძალით დაცულ ობიექტებზე მცველების მუშაობის მონიტორინგი და კონტროლი; 
  • მცველების შეთანხმებული მუშაობის კოორდინაცია და ინსტრუქტაჟი დასაცავი ობიექტის სპეციფიკის გათვალისწინებით; 
  • ცოცხალი ძალით დაცული ობიექტის მუდმივი მონიტორინგი და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში ხელმძღვანელობის მყისიერი ინფორმირება; 
  • დასაცავ ობიექტზე მცველების დროული გამოცხადების უზრუნველყოფა და ცვლების გადაბარების კონტროლი; 
  • კომპანიის სტრატეგიული გეგმის შესრულებაში მონაწილეობის მიღება; 
  • ცოცხალი ძალით დაცვის სტანდარტის ფორმირებაში და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;  
  • დაცვის სფეროში სიახლეების, ტენდენციების, რისკების, მუდმივი ანალიზი ეროვნულ, რეგიონალურ და საერთაშორისო დონეზე; 
  • ხელმძღვანელი პირის სხვა დავალებების შესრულება. 

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება; 
  • ძალოვან სტრუქტურაში ან დაცვის სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სასურველია ოფიცრის წოდება; 
  • სავალდებულოა ავტომობილის მართვის მოწმობა; 
  • სასურველია ინგლისური ან რუსული ენების  ცოდნა; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა. 

დამატებითი მოთხოვნები:  

  • სქესი: მამრობითი; 
  • ასაკი: 35-45. 

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • ექსტრემალურ სიტუაციაში გადაწყვეტილების დროულად მიღების უნარი; 
  • დაძაბულ, სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი, ემოციური წონასწორობა; 
  • ოპერატიული რეაგირება, სიზუსტე, პუნქტუალობა, დისციპლინა, ენერგიულობა, ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა, გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დიდი მოცულობის სამუშაოს მართვის უნარი. 

დამატებითი ინფორმაცია: 

  • ანაზღაურება:  1200 – 1500 ლარი (ხელზე ასაღები). 

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ  გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  hr@algani.ge  ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.