ტრაილერის მძღოლი

ვეგა გრუპი
მძღოლი
თბილისი
ვაკანსია
08-07
08-08


კომპანია „ვეგა გრუპი“ 2015 წლიდან ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტირი წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. 
ასევე „ვეგა გრუპი“ მომხმარებელებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

კომპანია „ვეგა გრუპი“  აცხადებს ვაკანსიას ტრაილერის მძღოლის პოზიციაზე საერთაშორისო გადაზიდვებისთვის.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • საერთაშორისო გადაზიდვებისთვის ტრაილერის მძღოლად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • E კატეგორიის მართვის მოწმობა;
  • რუსეთის ვიზა;
  • რუსული ენის ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები: 

  • ტვირთის გადაზიდვა დანიშნულების ადგილზე რუსეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, თურქეთის მიმართულებით;
  • ავტომანქანის გამართულობის კონტროლი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • დისციპლინირებულობა;
  • პატიოსნება.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო არის  სტაბილური, მაღალი ანაზღაურებითა და სხვადასხვა ბენეფიტით. 

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV მეილე: hr@adli.ge  და სათაურის ველში ( subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება (ტრაილერის მძღოლი საერთაშორისო გადაზიდვებისთვის) ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 577 11 90 29

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.