საბაჟო დეკლარანტი

ვეგა გრუპი
ლოგისტიკა
თბილისი
ვაკანსია
08-07
08-08


კომპანია „ვეგა გრუპი“ 2015 წლიდან ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტირი წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე „ვეგა გრუპი“ მომხმარებელებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

კომპანია „ვეგა გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას საბაჟო დეკლარანტის პოზიციაზე, თბილისში.
სხვა

ძირითადი მოვალეობები: 

  • საბაჟო დეკლარაციების შევსება;
  • პროგრამა Asycuda-ში მუშაობა;
  • ტვირთის მოწმობის გადამოწმება და დახურვა;
  • ტვირთის დეკლარირება პროგრამაში;
  • შესაბამის ორგანიზაციებთან კოორდინაცია.

ძირითადი მოთხოვნები: 

  • უმაღლესი  განათლება;
  • საბაჟო დეკლარანტის  პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ფლობა;
  • პროგრამა Asycuda-ს  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მართვის მოწმობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

 დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება. 

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.