ფინანსური დაგეგმვისა და რეპორტინგის სპეციალისტი

გარდაბნის თბოსადგური 2
ფინანსები
გარდაბანი
ვაკანსია
09-07
25-08


შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დაგეგმვისა და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გარდაბანი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია ორგანიზაციის მიერ - თბილისი-გარდაბანი-თბილისი).

კანდიდატის მიმართ მოთხოვნები:

  • ფინანსური ანგარიშგების მომზადებაში ჩართულობა;
  • ფინანსური აღრიცხვის და ანგარიშგების სისტემის (IFRS) საერთაშორისო სტანდარტებთან და სააღრიცხვო პოლიტიკასთან შესაბამისობის ანალიზში ჩართულობა, რეკომენდაციების გაწევა;
  • აუდიტორებთან და სხვა კონსულტანტებთან ურთიერთობა;
  • ფინანსური აუდიტის პროცესში აუდიტორებთან თანამშრომლობა;
  • სპეციფიური ტიპის ანგარიშგებების მომზადება;
  • წლიური ბიუჯეტის მომზადება. ფაქტიური მონაცემების და წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე განახლებული ბიუჯეტის ფაილის შემუშავება;
  • მიღებული შედეგების შედარება პირველ დამტკიცებულ ბიუჯეტთან და გადახრების ანალიზი;
  • პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • განხილვებში მონაწილეობის მიღება;
  • მაღალი რგოლის მენეჯმენტთან წარსადგენად საპრეზენტაციო ფაილის მომზადება;
  • ანალიტიკის გასაუმჯობესებლად სხვა მენეჯერული რეპორტების შემუშავება;
  • მესამე პირებისთვის მოთხოვნილი ინფორმაციების წარდგენა: ბანკებისთვის მოთხოვნილი ფორმით ინფორმაციის მიწოდება, სტატისტიკური მონაცემების მომზადება და ა.შ.;
  • შესყიდვების განცხადების ბიუჯეტთან მიმართებაში კონტროლი, განაცხადში შესაბამისი ბიუჯეტის მუხლის მითითება და დადასტურება. მატერიალური არაგეგმიური შესყიდვების შესახებ მენეჯმენტის დროული ინფორმირება;
  • ომპეტენციის ფარგლებში, უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი ფინანსების ან/და ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სასურველია ACCA/CFA სერტიფიკატის ფლობა.

აუცილებელი უნარები:

  • ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის პრინციპების ცოდნა.
  • სასურველია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ორგანიზებულობა
  • დროის მენეჯმენტი
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • ინიციატივობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

გამოცდილება: ფინანსურ განყოფილებაში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია რეპორტინგისა ან/და ბიუჯეტირების მიმართულებით).

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2020 წლის 24 ივლისისა. გთხოვთ, საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
 
საკონტაქტო პირი: ქრისტინე ბერუაშვილი +995 591 70 78 06