ბუღალტრის ასისტენტი

გარდაბნის თბოსადგური 2
ბუღალტერია
გარდაბანი
ვაკანსია
09-07
25-08


შპს "გარდაბნის თბოსადგური 2" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: გარდაბანი (ტრანსპორტირება უზრუნველყოფილია ორგანიზაციის მიერ - თბილისი-გარდაბანი-თბილისი).

სასაქონლო მატერიალური ფასეულობები:

  • თვის განმავლობაში ცენტრალური საწყობიდან შემოსული ზედნადებების მიღება და პროგრამაში პროგრამული გატარების შემოწმება; შემოსავლების სამსახურის საიტზე ანგარიშფაქტურის დადასტურება/უარყოფა;
  • ლოჯისტიკის დეპარტამენტში შემოსული ზედნადებების პროგრამულად ასახვა. შემოსავლების სამსახურის საიტზე ანგარიშფაქტურის დადასტურება/უარყოფა;
  • ყოველი თვის 15 რიცხვისთვის, rs.ge-ზე შემოსული მარაგებთან დაკაშირებული ანგარიშფაქტურების სრულად შემოწმება და გასწორება;
  • საბაჟო დეკლარაციების წარმოება;
  • საჭიროებისამებრ, ლოგისტიკის დეპარტამენტთან კომუნიკაცია და ინფორმაციის/დოკუმენტაციის გასწორება;
  • დამატებითი დანახარჯების გატარება (გადასახადები, მომსახურება და ა.შ.).
  • თვის ბოლოს, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა
  • შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწოდებული ჩამოწერის აქტების საფუძველზე მარაგების ჩამოწერა;
  • ხარჯის ტიპის განსაზღვრა და შესაბამისი პროგრამული გატარების განხორციელება;
  • წელიწადში ერთხელ ან საჭიროებისამებრ მეტჯერ, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;

ძირითადი საშუალებები:

  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვის პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • ძირითადი საშუალებების შემოსვლის აღრიცხვა.
  • ძირითადი საშუალებებთან დაკავშირებული რემონტების ხარჯების აღრიცხვაში ჩართულობა;
  • ძირითადი საშუალებების რეალიზაციის, შიდა გადაადგილების, ჩამოწერის, ამორტიზაცია-ცვეთის აღრიცხვაში ჩართულობა; საჭიროების შემთხვევაში ზედნადებების გამოწერა, პროგრამაში გატარება და rs.ge-ზე გააქტიურება;
  • ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის პროცესში ჩართულობა;
  • შესყიდული ძირითადი საშუალებების განსაბაჟებელი დოკუმენტების პროგრამული გატარება;
  • საჭიროებისამებრ, შესყიდვების დეპარტამენტთან კომუნიკაცია და ინფორმაციის/დოკუმენტაციის გასწორება;
  • დამატებითი დანახარჯების გატარება (დღგ, მომსახურება და ა.შ.).
  • კომპეტენციის ფარგლებში უშუალო უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
  • საკვალიფიკაციო მოთხოვნა: უმაღლესი განათლება ფინანსების/ბუღალტერიის მიმართულებით.

აუცილებელი უნარები:

  • მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ცოდნა;
  • აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
  • რუსული და ინგლისური ენების ელემენტარულ დონეზე ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მოწესრიგებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • კომუნიკაბელურობა.

გამოცდილება:

  • სასურველია ანალოგიურ თანამდებობაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@tpp.ge არაუგვიანეს 2020 წლის 24 ივლისისა. გთხოვთ, საგანში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საკონტაქტო პირი: ქრისტინე ბერუაშვილი +995 591 70 78 06