ქოლ-ცენტრის ოპერატორი

მისტერ მასტერი
ქოლ ცენტრის ოპერატორი
თბილისი
ვაკანსია
09-07
09-08


კომპანია „მისტერ მასტერი“ უკვე 10 წელზე მეტია წარმატებით პოზიციონირებს ბაზარზე, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე,  სთავაზობს  მომხმარებელს  სწრაფ და მრავალფეროვან სერვისს საყოფაცხოვრებო, კომუნალურ სფეროში.   საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://mrmaster.ge  .  https://www.facebook.com/mrmaster.ge/

კომპანია "მისტერ მასტერი" აცხადებს  ვაკანსიას დღის ქოლ -ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე.

პირობები:

  • მდებარეობა: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. # 24
  • სრული სამუშაო დღე;  09:00-19:00;  11:00-21:00

საკვალიფიკაციო მოთხოვნები :

  • უმაღლესი განათლება, განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც;
  • 1 წლიანი სამუშაო  გამოცდილება მომსახურების სფეროში,  სატელეფონო ცენტრში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრომბების სამომხმარებლო  დონეზე ცოდნა;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების   კარგად ცოდნა;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მომხმარებელზე ორიენტირებული;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • გამართული მეტყველების უნარი;  
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი
  • სტრესული სიტუაციების მართვის უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლიანი;

ძირითადი ფუნქცია - მოვალეობები:

  • სატელეფონო ცენტრში ზარების მიღება, რეგისტრირება;
  •  კომპანიაში არსებული სერვისებისა და პროდუქტების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
  • მომხმარებელთა ზარების დროულად მიღება და პასუხი;
  • მომხმარებლისთვის ზრდილობიანი, კეთილგანწყობილი და კომპეტენტური პასუხების გაცემა;
  • მომხმარებლის პრობლემის განსაზღვრა და შესაბამისი დახმარების აღმოჩენა;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლისთვის ალტერნატიული გზების, დროის შეთავაზება;
  • მომხმარებლის ინფორმირება ფასდაკლებების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
  • უშუალო ხელმძღვანელთან ავტომატური კომუნიკაცია პრობლემური შეკვეთების არსებობის შემთხვევაში;
  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული სხვა სამსახურეობრივი დავალაბების შესრულება;

ჩვენ გთავაზობთ:

  • ჯანმრთელობის კორპორატიულ   დაზღვევას;
  • სტანდარტულ საკონპენსაციო პაკეტს კომპანიის პოლიტიკიდან გამომდინარე;
  • კომფორტულ და მეგობრულ სამუშაო გარემოს

დაინტერესების შემთხვევაში   გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე  - HR@mrmaster.ge გთხოვთ, სათაურის ველში (Subject Title) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.  ქოლ -ცენტრის ოპერატორი „ 

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "მისტერ მასტერის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე  12 თვის ვადით.

„მისტერ მასტერი“ მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და წარმატებებს გისურვებთ !