ოფისის მენეჯერი

ალგანი
დაცვა
თბილისი
ვაკანსია
10-07
10-08


დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

  • კომპანიაში შემოსული სტუმრების დახვედრა, რეგისტრირება და შესაბამის პირთან გადამისამართება;
  • შეხვედრების და თათბირების ორგანიზება;
  • კომპანიიდან გასაგზავნი კორესპონდენციის მომზადება და გაგზავნის უზრუნველყოფა, აგრეთვე კომპანიაში შემოსული კორესპონდენციის მიღება და დროული გადამისამართება;
  • ოფისის საკანცელარიო და გამართული სამუშაო პროცესისთვის საჭირო სხვა ინვენტარით დროული მომარაგება;
  • კომპანიის სხვადასხვა საორგანიზაციო ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (წერილობითი, ზეპირი);
  • სავალდებულოა კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • ორგანიზებულობა;
  • საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და პრაგმატულობა;
  • კონფიდენციალობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
  • ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
  • პრეზენტაციის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 საათი, შაბათს 10:00-14:00 საათი.
  • ანაზღაურება: შეთანხმებით

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.