დავალიანების დამუშავების სპეციალისტი

ალგანი
დაცვა
თბილისი
ვაკანსია
10-07
10-08


დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას დავალიანების დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ვალდებულებები:

  • დებიტორული დავალიანებების კონტროლი - პრობლემური კლიენტზე ინფორმაციის მომზადება და ანგარიშის მიწოდება უშუალო ხელმღავნელისათვის;
  • დავალიანების მქონე კლიენტებთან ყოველდღიური ვიზიტი (ობიექტებიდან მომსახურების თანხის დროული ამოღება);
  • დავალიანების დაფარვის მიზნით პრობლემურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • დავალიანების მქონე კლიენტების პორტფელის ანალიზი/დამუშავება;
  • თანამდებობრივი ინსტრუქციით (სამუშაო აღწერილობა) გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

განათლება და საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსები/ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • სავალდებულოა პრობლემური სესხების ექსპერტად, იურისტად, აღმასრულებლად ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
  •  კარგად განვითარებული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
  • დარწმუნების, მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვის უნარი;
  • გნდური მუშაობის უნარი;
  • სამუშაო მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციების მართვის უნარი;

დამატებითი მოთხოვნები:

  • სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი მსუბუქი, ეკონომიური ავტომობილი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • კომპანია უზრუნველყოფს: კორპორაციული ნომრით და საწვავით
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00-19:00 სთ, შაბათს 10:00-14:00 სთ.
  • ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი და ბონუსი

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ გამოგზავნოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@algani.ge.

ელექტრონული წერილის სათაურის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.