უძრავი ქონების აგენტი

Tbilisi Space
უძრავი ქონების აგენტი
თბილისი
ვაკანსია
10-07
10-08
1500


უძრავი ქონების სააგენტო Tbilisi Space  აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების აგენტის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა უძრავი ქონების/ მომსახურების შეთავაზება;
  • მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის უძრავი ქონების პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
  • ხელშეკრულებების დადება მომხმარებლებთან;
  • გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
  • საჭიროების შემთხევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
  • არსებული მომხმარებლებისათვის უძრავი ქონების განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
  • გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი.
  • სასურველია გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
  • აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

სამუშაოს აღწერა:

  • უშუალო ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებების დროული შესრულება;
  • დადგენილი გეგმების პირნათლად შესრულება და დასახული მიზნების მიღწევა;
  • პოტენციურ ან არსებულ კლიენტთან ეფექტური კომუნიკაცია;
  • კლიენტებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
  • კლიენტებთან თავაზიანი და კეთილგანწყობილი დამოკიდებულება;
  • აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოს შესრულების უნარი;
  • პროდუქტების თეორიული ცოდნა,

კომპანიაში მოქმედებს საბონუსე სისტემა, საშუალო დონის აგენტის ანაზღაურება წარმოადგენს 1500 ლარს.

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: giorgi.khutshishvili@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 595 12 66 06