აღწერის ოფიცერი

ელვა მარკეტი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
10-07
10-08


მაღაზიიების ქსელი ‘’ელვა მარკეტი’’ აცხადებს ვაკანსიას აღწერის ოფიცრის პოზიციაზე ქ.თბილისში.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

  • მაღაზიებში ინვენტარიზაციის ჩატარება;
  • მიღებული პროდუქციის სასაქონლო ზედნადებებით შემოწმება;
  • დავალიანების აღმოჩენის შემთხვევაში, აქტის შედგენა;
  • მაღაზიაში არსებული სასაქონლო ნაშთების შემოწმება და შედარება პროგრამულად დაფიქსირებულ ნაშთებთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (ექსელი, ვორდი);

პიროვნული თვისებები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • შედეგზე ორიენტირებული;

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:30 -18:00 სთ).
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, იოსებიძის ქ. # 49.

ჩვენ გთავაზობთ:

  • კარიერული წინსვლის შესაძლებლობას
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს
  • მზარდ სახელფასო ანაზღაურებას სტაჟის მიხედვით
  • დამატებით საბონუსე ანაზღაურებას

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ.მისამართზე:

vacancy@elvamarket.ge 2020 წლის 25 ივლისის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ‘’აღწერის ოფიცერი ".

‘’ელვა მარკეტი’’ მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას.