მოლარე-ოპერატორი

Aliansi
გაყიდვები
გორი
ვაკანსია
10-07
10-08


Aliansi აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე.

მოვალეობები:

  • შეკვეთების გამოწერა და დამუშავება პროგრამულად.
  • დოკუმენტბრუნვის წარმოება.
  • სამუშაო დისციპლინის, უსაფრთხოების ნორმების და კომპანიის მიერ დადგენილი შიდა განაწესის დაცვა.
  • კომპანიის პროდუქციის სრული ასორტიმენტის ცოდნა.
  • კომპანიის ხელმძღვანელობის მიერ გაცემული დავალებების შესრულება, როგორც ზოგადად სამუშო პროცესთან ისე პირდაპირ მოვალეობებთან მიმართებაში.
  • ყოველდღიური ანგარიშების მომზადება საოპერაციო დღის შედეგების მიხედვით საქონლის გამოწერის პროცესის დასრულების შემდეგ.
  • საქონლის გაცემის ზედნადებების რეესტრი.
  • დღის განმავლობაში რეალიზებული პროდუქცია.
  • მიწოდების ანგარიში.
  • შემოსავლების ანგარიში.
  • სალაროში ფულის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა.

სამუშაო გრაფიკი:

  • 09:00-დან 18:30-მდე
  • კვირაში 6 სამუშაო დღე, კვირა დასვენება
  • შერჩეული კანდიდატის დაქირავება - საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობაში

მოთხოვნები კანდიდატების მიმართ:

პიროვნული თვისებები:

  • პატიოსნება, სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი, შრომისმოყვარეობა, პრეზენტაბელურობა, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და დისციპლინირებული. პასუხისმგებლობის გრძნობით.

პროფესიული თვისებები:

  • მომსახურების სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • კომპიუტერზე მუშაობის უნარი საბაზისო დონეზე და საოფისე პროგრამების ცოდნა

გთხოვთ დაინტერესების შემთხვევაში თქვენი CV გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე:  i.bakhtadze@agroexport.ge