ბუღალტერი

ვეგა გრუპი
ბუღალტერია
თბილისი
ვაკანსია
04-08
04-09


კომპანია „ვეგა გრუპი“ 2015 წლიდან ლოგისტიკური სფეროს ერთ-ერთი აქტიური წევრია. კომპანია მომხმარებელს საავტომობილო, სარკინიგზო, საზღვაო და საჰაერო გადაზიდვებს სთავაზობს. ასევე „ვეგა გრუპი“ მომხმარებელებს აძლევს საშუალებას ისარგებლონ დამატებით საბაჟო-საბროკერო მომსახურებითა და ტვირთის დაზღვევის შესაძლებლობით.

კომპანია „ვეგა გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის  პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

  • საბუღალტრო გატარებების, ოპერაციების წარმოება და კორექტირება საბუღალტრო პროგრამაში;
  • ფინანსური, სტატისტიკური და საგადასახადო ანგარიშგებების (დეკლარაციების) ფორმების მომზადება დადგენილ ვადებში და წარდგენა შესაბამის ორგანოებში;
  • კვარტალური და წლიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება;
  • მივლინებების აღრიცხვა/დამუშავება და შესაბამისი საბუღალტრო ოპერაციების წარმოება;
  • კომპანიასთან ანგარიშვალდებული პირების აღრიცხვა და კონტროლი;
  • ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
  • ხელფასებისა და გადასახადების ჩარიცხვის უზრუნველყოფა;
  • სავალუტო ანგარიშების გადაფასება და სალაროს კონტროლი ანგარიშებთან შესაბამისობაში;
  • RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება საოპერაციო და ბუღალტრულ პროგრამასთან.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება: საბუღალტრო, ეკონომიკური ან ფინანსური მიმართულებით;
  • აღნიშნულ  პოზიციაზე მუშაობის 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • MS Office-ის ცოდნა (MS Excel-ის ცოდნა მაღალ დონეზე)
  • პროგრამა FINA-ში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის ფლობა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი ინფორმაცია:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული;
  • ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@adli.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 25 ივლისი, 2020 წ

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.vegageo.com

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის!

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება/შენახვა განხორციელდება  6 თვის ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.