სამშენებლო, სარემონტო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტი

დეკოლაინი
ლოგისტიკა სამშენებლო
თბილისი
ვაკანსია
17-07
17-08


სამშენებლო-სარემონტო კომპანია „დეკოლაინი“ აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო, სარემონტო პროექტების ხარჯთაღრიცხვის სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის მომზადება;
  • ფორმა 2ის დამზადება;
  • კალენდარული გეგმა გრაფიკის დამზადება;
  • პროექტების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შემოსული კორესპონდენციის განხილვა, შესაბამისი კორესპონდენციის მომზადება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
  • განსახორციელებელი პროექტების ხარჯთაღრიცხვის ერთეული ფასების ანალიზი, მათი შესაბამისობის დადგენა მოქმედ სამშენებლო ნორმებთან და წესებთან და საბაზრო ფასებთან;
  • სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას, ცვლილებებთან დაკავშირებით წარმოდგენილი ახალი სამუშაოების ერთეული ფასების კალკულაციების ანალიზი;
  • ობიექტის სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა ლოკალურ რესურსული მეთოდით მოქმედი ნორმატიული აქტებით და აგრეთვე მიმდინარე საბაზრო ფასებით;
  • ობიექტის სარემონტო, სამონტაჟო და სამშენებლო სამუშაოების საორიენტაციო ღირებულების განსაზღვრა;
  • შესრულებული/შესასრულებელი სამუშაოების მოცულობის და მასალების რაოდენობის განსაზღვრა,
  • ობიექტზე მიმდინარე დანახარჯების ხარჯთაღრიცხვასთან შედარება;
  • შესრულებული სამუშაოების მიხედვით ასანაზღაურებელი თანხის განსაზღვრა.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველი ტექნიკური მიმართულებით);
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შემუშავების გამოცდილება;
  • სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების ცოდნა;
  • სარემონტო, სამონტაჟო, სამშენებლო სამუშაოები და მათი შესრულების ტექნოლოგიების ცოდნა.
  • დეფექტური აქტების, სარემონტო სამუშაოების უწყისების და სხვა სახის ტექნიკურ ეკონომიკური დოკუმენტაციის შედგენის წესების ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა (MS Office), განსაკუთრებით Microsoft Excel -ის საფუძვლიანი ცოდნა (ლოგიკური ფუნქციები, სტატიკური ფუნქციები, მათემატიკური ფუნქციები, ფინანსური ფუნქციები);

პროფესიული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
  • პასუხისმგებლობა და დისციპლინირებულობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ფოკუსირების უნარი;
  • პროფესიული განვითარების უნარი;
  • საქმის ორგანიზების უნარი;

უპირატესობად ჩაითვლება:

  • გამოცდილება საინჟინრო შენობა-ნაგებობებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების შეფასებაში, პროექტირებაში ან განხორციელებაში;
  • გამოცდილება სამშენებლო-საპროექტო ნორმებისა და წესების გამოყენებაში;
  • AutoCAD-ში და ARCHICAD-ში მუშაობის გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით, მისამართზე: info@decoline.ge (გთხოვთ, ელფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება)