სპეც.მასწავლებელი / სპეც. მასწავლებლის ასისტენტი

ერთად რეალური ცვლილებებისათვის
განათლება
ამბროლაური
ვაკანსია
20-07
20-08


ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ იწყებს სპეციალისტთა რეკრუტირებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში დასაქმების მიზნით. 

დასაქმების  ადგილის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. სადმელში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში იფუნქციონირებს: ადრეული ინტერვენციის, შინმოვლის, დღის ცენტრისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამები.

ცენტრი მოემსახურება:

  • 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აქვთ განვითრების შეფერხების პრობლემები ერთ ან რამდენიმე სფეროში - ადრეული ინტერვენციის პროგრამით;
  • 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დღის ცენტრის, რეაბილიტაცია/აბილიტაციისა და შინმოვლის პროგრამით. 

მომსახურების მიწოდების ადგილი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

ვაკანსიების შესახებ

სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისად მიღება ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:

  • სპეც.მასწავლებელი - ერთი ვაკანსია
  • სპეც. მასწავლებლის ასისტენტი - ერთი ვაკანსია

შერჩევის პროცედურები

  • I ეტაპი:    განცხადებების მიღება / გადარჩევა
  • II ეტაპი:   გასაუბრება
  • III ეტაპი:  ტრენინგზე დასწრებისა და პროგრესის მაჩვენებლები.
  • IV ეტაპი: საბოლოო შერჩევა

განაცხადის წარდგენის მოთხოვნები:

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ავტობიოგრაფია, CV
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (სარეაბილიტაციო ცენტრის დიასახლისის გარდა);
  • სასურველია ერთი სარეკომენდაციო წერილი ან რეკომენდატორი

აპლიკანტმა დოკუმენტები უნდა წარადგინოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trc.sakartvelo@gmail.com

  დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 35 70 47 საკონტაქტო პირი: ია ცილიკიშვილი (პროგრამების მენეჯერი)

მითითებულ მისამართზე დოკუმენტების ატვირთვის პარალელურად, სათაურის (Subject) ველში აპლიკანტმა უნდა მიუთითოს იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც შეაქვს განაცხადი

დოკუმენტაციის მიღების ვადა: 27.07.2020

სამუშაო აღწერილობები, სამუშაო პირობები და საკვალიფიკაციო მოთხოვნები

სპეციალური მასწავლებელი

ვაკანსიის რაოდენობა ერთი

პოზიციის აღწერა

სპეციალური მასწავლებლის ვალდებულებაა უზრუნველყოს სარეაბილიტაციო ცენტრის აღსაზრდელების  განათლებისა და განვითარების მხარდაჭერა ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის გზით, რომელიც ეფუძნება ბავშვის/მოზარდის  ინდვიდუალურ ინტერესებს, შესაძლებლობებსა და საჭირობებს.

სპეც.მასწავლებლის პასუხისმგებლობაა, მიწოდებული სერვისით უზრუნველყოს ბავშვის/მოზარდის თანამონაწილეობა მისი ასაკისა და შესაძლებობების შესაბამის აქტივობებში/ღონისძიებებში; უზრუნველყოს მისი შემეცნებითი, აკადემიური, კომუნიკაციური, მოტორული, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების განვითარება; წაახალისოს არსებული უნარების მაქსიმალური გამოყენება გარემოსთან ინტერაქციის გზით; მოამზადოს  ცხოვრების  მომდევნო ეტაპისთვის.

პროფესიული მოვალეობები და ამოცანები

  • მომსახურების გაწევისას ხელმძღვანელობს მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომით; თანამშრომლობს სარეაბილიტაციო ცენტრში დასაქმებულ სხვა სპეციალისტებთან.
  • მულტიდისციპლინური გუნდური მიდგომის გამოყენებით, სხვა სპეციალისტებთან ერთად განსაზღვრავს სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურების პროგრამას და პროგრამის მოწოდების/განხორციელების განრიგს.
  • სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურების პროგრამის და ბავშთა/მოზარდთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით გეგმავს და ახორციელებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობებს.
  • თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბავშვის/მოზარდის შეფასებას, რის საფუძველზეც განსაზღვრავს ინდივიდუალურ შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.
  • ბავშვის/მოზარდის ინტერესის,  შესაძლებლობის და საჭიროების გათვალისწინებით ქმნის და ახორციელებს სწავლისა და აბილიტაციის ინდივიდუალურ გეგმებს.
  • მომსასურების უზრუნველყოფისას იყენებს ქცევის პროზიტიურად მართვის სტრატეგიებს. 
  • უზრუნველყოფს პოზიტიურ  კლიმატს ჯგუფში სახალისო აქტივობებისა და თამაშების გამოყენების გზით.
  • ბავშვისა და მოზარდისთვის სერვისის მიწოდების ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს მშობელთა მონაწილეობას და ინფორმირებას; ამყარებს უშალო პოზიტიურ კომუნიკაციას მშობლებთან, უწევს კონსულტაციებს.
  • უზრუნველყოფს უსაფრთხო, კეთილგანწყობილ,  მასტუმულირებელ  გარემოს, რაც პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს ბავშვებისა და მოზარდების განვითარებასა და დამოუკიდებელ ფუნქციონირებაზე; გარემოს ადაპტაციისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ და ჯგუფის საჭიროებებს.
  • შეუძლია  კრიზისული სიტუაციის იდენტიფიცრება და  მათზე ადექვატური რეაგირება; საჭიროების შემთხვევაში უწევს აღსაზრდელს პირველად დახმარებას.
  • ზრუნავს აღსაზრდელების ჰიგიენაზე და უზრუნველყოფს გარემოში სანიტარული ნორმების დაცვას.
  • უზრუნველყოფს სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურებით განსაზღვრული დოკუმენტაციის წარმოებას.
  • ზრუნავს პროფესიულ განვითარებაზე სხვადასხვა ტრენინგებსა და სემინარებზე დასწრებით, პროფესიული ლიტერატურის გაცნობით; ითვალისწინებს მიღებულ რეკომენდაციებს და ასახავს მათ სამუშაოს შესრულებისას; მიმართავს კოლეგებს კონსულტაციისთვის.
  • ზრუნავს სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურების გაუმჯობესებაზე, ობიექტურად აფასებს გაწეულ მომსახურებას; მულტიდისციპლინურ გუნდთან ერთად განსაზღვრავს  მომსახურების გაუმჯობესების სტრატეგიებს; ღიაა სიახლეებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართ.

აუცილებელი პროფესიული/საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება

  • უმაღლესი განათლება პედაგოგიკაში (სასურველია სპეციალურ პადაგოგიკაში და/ან დაწყებით განათლებაში)

სამუშაო გამოცდილება

  • შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება

სპეციფიური კომპეტენცია:

  • ბავშვთა და მოზარდთა განვითარების და განვითარების დარღვევების ცოდნა
  • ბავშვთა და მოზარდთა შეფასების და შეფასების მონაცემების ანალიზის უნარი
  • სასწავლო და აბილიტაციის პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების გამოცდილება
  • კონსულტირების  უნარი
  • რთული ქცევის მართვის გამოცდილება
  • აკადემიური წერის უნარი

პიროვნული თვისებები

  • შემოქმედებითი
  • მოტივირებული
  • დეტალებზე ორენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • კრეატიული

სამუშაო პირობები და გერემო

  • სამუშაო ადგილი:  ამბროლაური
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო დატვირთვა: კვირაში 5 დღე, დღეში 6 საათი

პასუხისმგებლობა  და ანგარიშგება

  • სპეც.მასწავლებელი პასუხისმგებელია სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერის და ხელმძღვანელის წინაშე
  • სპეც.მასწავლებელს ევალება ყოველთვიური ანგარიშის წარდგენა სარეაბილიტაციო ცენტრის მენეჯერის წინაშე

სპეც. მასწავლებლის ასისტენტი

ვაკანსიის რაოდენობა ერთი

პოზიციის აღწერა

მასწავლებლის ასისტენტი პასუხისმგებელია:

  • დაეხმაროს სპეც. მასწავლებელს ბენეფიციარებთან მუშობის პროცესში;
  • ჯგუფის ორგანიზებაში;
  • სასწავლო მასალის მომზადებაში
  • ბენეფიციარს - თვითმომსახურებაში

პროფესიული მოვალეობები და ამოცანები

  • საშუალო და/ან პროფესიული განათლება

აუცილებელი პროფესიული / საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • სასურველია გავლილი ჰქონდეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები - შშმ პირებთან მუშობის სპეციფიკის და მათი თავისებურებების მიმართულებით და/ან მსგავს საკითხებში.

პიროვნული თვისებები

  • მოწესრიგებული/აკურატული
  • მზრუნველი
  • მოტივირებული
  • დაკვირვებული
  • ზუსტი, დეტალებზე ორენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • პასუხისმგებლობისმაღალიგრძნობა
  • გუნდურად მუშაობის უნარის მქონე

სამუშაო პირობები და გერემო

  • სამუშაო ადგილი:  ამბროლაური
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო დატვირთვა: კვირაში 5 დღე, დღეში 6 საათი

პასუხისმგებლობა  და ანგარიშგება

  • სპე. მასწავლებლის ასისტენტი პასუხისმგებელია სარეაბილიტაციო ცენტრის ხელძღვანელისა და მენეჯერის წინაშე