დამლაგებელი

ერთად რეალური ცვლილებებისათვის
დასუფთავება
ამბროლაური
ვაკანსია
20-07
20-08


ა(ა)იპ „ერთად რეალური ცვლილებებისათვის“ იწყებს სპეციალისტთა რეკრუტირებას ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში დასაქმების მიზნით. 

დასაქმების  ადგილის შესახებ

ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფ. სადმელში მდებარე სარეაბილიტაციო ცენტრში იფუნქციონირებს: ადრეული ინტერვენციის, შინმოვლის, დღის ცენტრისა და რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამები.

ცენტრი მოემსახურება:

  • 0-6 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებსაც აქვთ განვითრების შეფერხების პრობლემები ერთ ან რამდენიმე სფეროში - ადრეული ინტერვენციის პროგრამით;
  • 18 წელს ზემოთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დღის ცენტრის, რეაბილიტაცია/აბილიტაციისა და შინმოვლის პროგრამით. 

მომსახურების მიწოდების ადგილი: ამბროლაურის მუნიციპალიტეტი.

„ერთად რეალური ცვლილებებისათვის“  აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე

ვაკანტრუი დგილი: ერთი

შერჩევის პროცედურები

  • I ეტაპი:    განცხადებების მიღება / გადარჩევა
  • II ეტაპი:   გასაუბრება
  • III ეტაპი:  ტრენინგზე დასწრებისა და პროგრესის მაჩვენებლები.
  • IV ეტაპი: საბოლოო შერჩევა

განაცხადის წარდგენის მოთხოვნები:

ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ავტობიოგრაფია, CV
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობის ასლი (სარეაბილიტაციო ცენტრის დიასახლისის გარდა);
  • სასურველია ერთი სარეკომენდაციო წერილი ან რეკომენდატორი

პოზიციის აღწერა

დამხმარეს ვალდებულებაა უზრუნველყოს (ა) სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების ჰიგიენის კონტროლი და მის დაცვაზე ზრუნვა; (ბ) სარეაბილიტაციო ცენტრის  სანიტარული  მდგომარეობის კონტროლი და მის დაცვაზე ზრუნვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მომსახურების სტანდარტის შესაბამისად გ) სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართა საკვების დროული მომზადება  და მიწოდება.

პროფესიული მოვალეობები და ამოცანები

სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართა მოვლა

  • ბენეფიციართა ჰიგიენური მდგომარეობის დაკვირვება, თვალყურის მიდევნება და შესაბამისად რეაგირება
  • სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციარების მხარდაჭერა ჰიგიენური პროცედურების დაცვისას და/ან მათთვის ჰიგიენური პროცედურების განხორციელება (საჭიროების შემთხვევაში: ხელ-პირის დაბანა; ტუალეტის მოხმარება და ჰიგიენური პროცედურების განხორციელება  ტუალეტის შემდეგ; სხეულის დასუფთავება/დაბანა; სხეულის სხვა ნაწილების ჰიგიენაზე ზრუნვა (პირის ღრუ, თვალი, ცხვირი, ყური, ფრჩხილები და სხვ.); ტანსაცმლის გამოცვლაში მხარდაჭერა.)
  • სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართა პირადი ჰიგიენური ნივთების (პირსახოცები) სისუფთავის კონტროლი და მათზე ზრუნვა;
  • სარეაბილიტაციო ცენტრის ბენეფიციართა მხარდაჭერა საკვების მიღებამდე, მიღებისას და შემდეგ;
  • სპეც.მასწავლებელთა და სხვა სპეციალისტთა მომართვაზე რეაგირება ჰიგიენური პროცედურების დაცვის და ფუნქციურ აქტივობებში ჩართვის მიზნით (გადაადგილება, პოზის შენარჩუნება და სხვ.).

სარეაბილიტაციო ცენტრის გარემოს მოვლა

  • სარეაბილიტაციო ცენტრის გარემოს ყოველდღიური, ყოველკვირეული და გენერალური გეგმიური დასუფთავება დანართი N1 შესაბამისად;
  • სარეაბილიტაციო ცენტრის სანიტარული მდგომარეობის უწყვეტი დაკვირვება, თვალყურის მიდევნება და საჭიროებებზე დროული და შესაბამისი რეაგირება;
  • სარეაბილიტაციო ცენტრის სპეციალისტთა მომართვაზე რეაგირება და შესაბამისი სანიტარული პროცედურების დროული  განხორციელება; 
  • სანიტარული საშუალებების მარაგების კონტროლი და დღის ცენტრის მენეჯერის დროული ინფორმირება.

სარეაბილიტაციო ცენტრში საკვებით უზრუნველყოფა

  • სარეაბილიტაციო ცენტრის დირექტორთან, მენეჯერთან და  ექთანთან შეთანხმებით სარეაბილიტაციო ცენტრის ათდღიანი კვების მენიუს და კვების განრიგის შემუშავება;
  • ყოველდღიურად ორჯერადი კვებისთვის კერძების მომზადება  (ერთ-ერთი სამკომპონენტიანი) კვების განრიგის, მენიუს და დამზადების ტექნოლოგიის შესაბამისად
  • შესასყიდი საკვების და მასთან დაკავშირებული პროდუქციის მარაგების კონტროლი, შესასყიდი პროდუქციის ჩამონათვალის დროულად განსაზღვრა და მენეჯერის ინფორმირება;
  • პროდუქციის (მზა საკვების და ნახევარფაბრიკატების) შენახვა რეალიზაციის ვადების და პირობების დაცვით;
  •  პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
  • სამზარეულო აღჭურვილობაზე ზრუნვა და კონტროლი;
  • სამზარეულოს სანიტარული და ჰიგიენური მოთხოვნების კონტროლი და დაცვა; კვების შემდეგ სამზარეულოს და გამოყენებული ჭურჭლის, დანადგარების დასუფთავება;
  • ბენეფიციართა კვებისთვის სასადილო არეს შესაბამისად ორგანიზება (სუფრის გაწყობა; საკვების ჩამორიგება და სხვ.)
  • პროდუქტების სწორად ხარჯვა.

აუცილებელი პროფესიული / საკვალიფიკაციო მოთხოვნები

განათლება:

  • საშუალო განათლება

სამუშაო გამოცდილება:

  • სასურველია შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე პირებთან მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება

სპეციფიური კომპეტენცია:

  • შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე  ბავშვებთან და მოზარდებთან  ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების მქონე პირებზე ზრუნვის გამოცდილება
  • სხვადასხვა კერძის და კულინარიული ნაწარმის დამზადების ტექნოლოგიის ცოდნა
  • კვების პროდუქტების თერმული დამუშავების რეჟიმის ცოდნა
  • მზა საკვების და ნახევარფაბრიკატების შენახვისა და რეალიზაციის ვადების და პირობების ცოდნა
  • პროდუქტების სწორად ხარჯვის უნარი
  • გრამაჟებისა და კალორიების დაანგარიშების უნარი.

პიროვნული თვისებები

  • მოწესრიგებული
  • მზრუნველი
  • ფაქიზი
  • მოტივირებული
  • დაკვირვებული
  • ზუსტი, დეტალებზე ორენტირებული
  • კომუნიკაბელური
  • პუნქტუალური
  • მოწესრიგებული/აკურატული

სამუშაო პირობები და გერემო

  • სამუშაო ადგილი:  ამბროლაური
  • სამუშაო განაკვეთი: სრული
  • სამუშაო დატვირთვა: კვირაში 5 დღე, დღეში 6 საათი

პასუხისმგებლობა  და ანგარიშგება

  • დამხმარე პასუხისმგებელია დღის ცენტრის მენეჯერის წინაშე

აპლიკანტმა დოკუმენტები უნდა წარადგინოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: trc.sakartvelo@gmail.com

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 599 35 70 47 საკონტაქტო პირი: ია ცილიკიშვილი (პროგრამების მენეჯერი)

მითითებულ მისამართზე დოკუმენტების ატვირთვის პარალელურად, სათაურის (Subject) ველში აპლიკანტმა უნდა მიუთითოს იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც შეაქვს განაცხადი

დოკუმენტაციის მიღების ვადა: 27.07.2020