ლომბარდის მოლარე/ექსპერტ-შემფასებელი

GK
ექსპერტ-შემფასებელი
თბილისი
ვაკანსია
22-07
22-08
500-800


შპს „GK“ აცხადებს ვაკანსიას ლომბარდის მოლარის/ექსპერტ-შემფასებლის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება და ხელშეკრულების გაფორმება;
  • ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება და პროგრამულად გატარება;
  • მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის სწორად და სრულყოფილად აღრიცხვა, დამუშავება და შენახვა;
  • კლიენტების პორტფელის მართვა და კონტროლი;
  • კლიენტის ხარისხიანი, სწრაფი და კვალიფიციური მომსახურება;
  • კლიენტთან კეთილგანწყობილი დამოკიდებულების დამყარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მოლარის ან ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე;
  • სასურველია ოქროს (ბრილიანტის) შეფასების ცოდნა;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - MS Office.

უნარ-ჩვევები:

  • თავაზიანი, კომუნიკაბელური;
  • ადვილად ათვისების უნარი;
  • სწრაფი და დეტალებზე ორიენტირებული;
  • ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე.

კომპანია გთავაზობთ კონკურენტულ ფიქსირებულ ანაზღაურებას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: gochakavtelashvili@yahoo.com

subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!