უძრავი ქონების ბროკერი

სტუდია სპარ
უძრავი ქონების აგენტი
თბილისი
ვაკანსია
22-07
22-08


უძრავი ქონების კომპანია SPAR.GE აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე. ეს არის დამოუკიდებელი და აქტიური ადამიანების ვაკანსია, ვინც მიზნად ისახავს ჰქონდეს საკუთარი საქმე მსოფლიოში ყველაზე ინვესტიციურ და მზარდ ბიზნესში. აღნიშნული ბიზნესი მსოფლიოში ყველაზე პრესტიჯულ და მაღალ შემოსავლიანად ითვლება. ყველა ასეთ ადამიანს რეალური შანსი ეძლევა ჩვენს კომპანიაში მიაღწიოს წარმატებას.

კომპანია SPAR.GE არის საქართველოს უძრავი ქონების ეროვნული ასოციაციის წევრი და საქმიანობს თანამედროვე სტანდარტებით და პროგრამული უზრუნველყოფით.

სამუშაო პირობები:

  • სამსახურის ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 16, VIII სართ.
  • სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო დღეები კვირაში 5-6 დღე / სამუშაო საათები: 10:00 – 18:00 (შესაძლებელია შეიცვალოს კონკრეტულ ბროკერთან მისი გამოცდილების თუ შეთანხმების შესაბამისად);

ანაზღაურების სტრუქტურა:

  • გამომუშავება საკუთარი წარმატებული გარიგებიდან - 50%;
  • ბონუსები სხვა აგენტების წარმატებული გარიგებებიდან.
  • უფასო ულიმიტო მობილური ნომერი;
  • ქალაქში გადაადგილება კომპანიის ხარჯზე;

შერჩეული პრეტენდენტები გაივლიან 1 თვიან სასწავლო-ტრენინგ კურსს კომპანიაში. ტრენინგები უფასოა მხოლოდ მათთვის, ვინც ჩვენს კომპანიაში იწყებს დასაქმდება (ტრენინგების შინაარსი).

სამუშაოს მიზანი:

  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციების განხორციელება. კომპანია მუშაობს თანამედროვე სტანდარტებით;

ძირითადი მოვალეობები:

  • კომპანიის ბაზაში არსებული უძრავი ქონების არსებული განცხადებების დეტალურად შესწავლა, მუდმივი განახლება და ინფორმაციის დახვეწა, ახალი ინფორმაციის მოძიება;
  • დაიტერესებული პირის მოთხოვნების შესაბამისად ბაზაში არსებული უძრავი ქონების რესურსის შეთავაზება დროულად;
  • სატელეფონო ზარების მიღება, შეხვედრების დაგეგმვა, კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება. შესაძლებელია პროდუქტის ადგილზე ან გასვლით დათვალიერების უზრუნველყოფა;
  • ხელშეკრულებების გაფორმება კლიენტთან;
  • დაინტერესებულ პირებთან ეფექტური საქმიანი და პიროვნული ურთიერთობის დამყარება;
  • კორპორატიული ღირებულებების გაზიარება და დაცვა.

ძირითადი მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში;
  • ქართული ენის კარგად ცოდნა. უპირატესობას წარმოადგენს რუსული და ინგლისური ენის საშუალო კომუნიკაციის დონეზე ცოდნა;
  • Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, ელექტრონული ფოსტისა და ინტერნეტის ცოდნა;
  • კომუნიკაციის უნარები და პიროვნული თვისებები:
  • სამუშაოს დაგეგმვის, ორგანიზების, დროის მართვის უნარი;
  • ინფორმაციის სწრაფად მოძიების, პრიორიტეტების გამოყოფის, ანალიზისა და ლოგიკურად დაკავშირების უნარი;
  • კომუნიკბელურობა და პრეზენტაციის უნარი;
  • რამდენიმე ამოცანაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;
  • ინდივიდუალურად და ჯგუფურად მუშაობის უნარი;
  • პროფესიული თვითგანვითარებისკენ სწრაფვის უნარი;
  • პასუხისმგებლობის უნარი, თავაზიანობა, პუნქტუალურობა, ენერგიულობა, კრეატიულობა და ინიციატივის გამოჩენის უნარი.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე(CV) ფოტოსურათით ქართულ ენაზე შემდეგ მისამართზე: vacancy@spar.ge ელ-ფოსტის სათაურში (subject) ჩაწერეთ "Realtor"

ასევე ნებისმიერი დარგის პროფესიონალებს გთავაზობთ აბსოლუტურად საკუთარი ბიზნესის წარმოებას ინტერნეტში, იხილეთ საიტზე: https://www.studyonline.ge/