დარბაზის ადმინისტრატორი

ზღაპარი
Administration
Tbilisi
Vacancy
07-10
07-11


მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.

სამუშაო ადგილი:

  • დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა #4.

სამუშაო განაკვეთი:

  • ცვლები, 08:00-16:00 და 16:00-24:00.
  • ღამის ცვლის დასრულების შემდგომ საცხოვრებლამდე მიყვანას კომპანია უზრუნველყოფს.

დასვენების დღე:

  • კვირაში ერთი (ურთიერთშეთანხმებით).

ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის ფასდადება და ფასმაჩვენებლების კონტროლი.
  • დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების სისწორის კონტროლი.
  • პროდუქციის ინვენტარიზაცია.
  • სააქციო პროდუქციის დარბაზში წარმოდგენა.
  • თანამშრომლების მერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი მენეჯერის არყოფნის პერიოდში.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • გუნდურობა.
  • სწრაფი აზროვნება.
  • გამართული მეტყველება.
  • თავაზიანობა.
  • მოტივირებულობა.

ვაკანტური პოზიციის მთავარი მიზანი: მომსახურეობით კმაყოფილი მომხმარებლის გასტუმრება სავაჭრო დარბაზიდან!

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2020 წლის 15 ოქტომბრისა (მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დარბაზის ადმინისტრატორი")

"ზღაპრის" გუნდი გისურვებს წარმატებებს, და გელის შენც.