დარბაზის ადმინისტრატორი
                                                        
                                
                                    
                                    
                                        ზღაპარი
                                    
                                
                                
ადმინისტრაცია
თბილისი
ვაკანსია
07-10
07-11
                            
                                                        
                            
                                
                            
                                                    
                    ადმინისტრაცია
თბილისი
ვაკანსია
07-10
07-11
მაღაზიათა ქსელი "ზღაპარი" აცხადებს ვაკანსიას დარბაზის ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში.
სამუშაო ადგილი:
- დიდი დიღომი, გიორგი ბრწყინვალის ქუჩა #4.
 
სამუშაო განაკვეთი:
- ცვლები, 08:00-16:00 და 16:00-24:00.
 - ღამის ცვლის დასრულების შემდგომ საცხოვრებლამდე მიყვანას კომპანია უზრუნველყოფს.
 
დასვენების დღე:
- კვირაში ერთი (ურთიერთშეთანხმებით).
 
ფუნქცია-მოვალეობები:
- პროდუქციის ფასდადება და ფასმაჩვენებლების კონტროლი.
 - დარბაზში არსებული პროდუქციის განლაგების სისწორის კონტროლი.
 - პროდუქციის ინვენტარიზაცია.
 - სააქციო პროდუქციის დარბაზში წარმოდგენა.
 - თანამშრომლების მერ შესრულებული საქმიანობის კონტროლი მენეჯერის არყოფნის პერიოდში.
 
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- გუნდურობა.
 - სწრაფი აზროვნება.
 - გამართული მეტყველება.
 - თავაზიანობა.
 - მოტივირებულობა.
 
ვაკანტური პოზიციის მთავარი მიზანი: მომსახურეობით კმაყოფილი მომხმარებლის გასტუმრება სავაჭრო დარბაზიდან!
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ ავტობიოგრაფია (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@zgapari.ge არაუგვიანეს 2020 წლის 15 ოქტომბრისა (მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "დარბაზის ადმინისტრატორი")
"ზღაპრის" გუნდი გისურვებს წარმატებებს, და გელის შენც.