წარმოების ინჟინერ-მექანიკოსი
ფარმაცევტული კომპანია GMP
Engineering
Tbilisi
Vacancy
14-10
14-11
Engineering
Tbilisi
Vacancy
14-10
14-11
ფარმაცევტული კომპანია "ჯი-ემ-პი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა
ძირითადი მოვალეობები:
- უზრუნველყოს საწარმოში არსებული მანქანა-დანადგრების და საინჟინრო სისტემების შეუფერხებელი მუშაობა;
- ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობა და აქტუალურ მდგომარეობაში შენარჩუნება საწარმოში არსებულ ყველა მანქანა- დანადგარზე;
- მანქანა-დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მიზეზის დროული ანალიზი და უმოკლეს ხანში მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების აღდგენა.
- შეისწავლოს წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარის სამუშაო პირობები, ცალკეული ნაწილები და დამცავი აღჭურვილობა, მათი მწყობრიდან გამოსვლის და ნაადრევი ცვეთის თავიდან ასაცილებლად.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება;
- ტექ.დანადგარების/სისტემების ექსპლუატაციის, მომსახურების, კვალიფიკაციის დარგში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 12 თვე;
- სასურველია ფლობდეს სპეციალურ ცოდნას, ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში (მაგ.: GMP - სათანადო წარმოების პრაქტიკა და ა შ);
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
- დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
- მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ და/ან რუსულ ენებს);
პიროვნული თვისებები და უნარები:
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გაწონასწორებულობა;
- დეტალებისადმი ყურადღება;
- გუნდური მუშაობის უნარი;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე vacancy@gmpgeo.com 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.