წარმოების ინჟინერ-მექანიკოსი

ფარმაცევტული კომპანია GMP
ინჟინერია
თბილისი
ვაკანსია
14-10
14-11


ფარმაცევტული კომპანია "ჯი-ემ-პი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ინჟინერ-მექანიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქვემო ფონიჭალა

ძირითადი მოვალეობები:

  • უზრუნველყოს საწარმოში არსებული მანქანა-დანადგრების და საინჟინრო სისტემების შეუფერხებელი მუშაობა;
  • ტექნიკური დოკუმენტაციის არსებობა და აქტუალურ მდგომარეობაში შენარჩუნება საწარმოში არსებულ ყველა მანქანა- დანადგარზე;
  • მანქანა-დანადგარის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, მიზეზის დროული ანალიზი და უმოკლეს ხანში მანქანა-დანადგარის ფუნქციონირების აღდგენა.
  • შეისწავლოს წარმოებაში არსებული მანქანა-დანადგარის სამუშაო პირობები, ცალკეული ნაწილები და დამცავი აღჭურვილობა, მათი მწყობრიდან გამოსვლის და ნაადრევი ცვეთის თავიდან ასაცილებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი ტექნიკური განათლება;
  • ტექ.დანადგარების/სისტემების ექსპლუატაციის, მომსახურების, კვალიფიკაციის დარგში მუშაობის გამოცდილება, არანაკლებ 12 თვე;
  • სასურველია ფლობდეს სპეციალურ ცოდნას, ფარმაცევტულ წარმოებასთან დაკავშირებულ საერთაშორისო სტანდარტებთან მიმართებაში (მაგ.: GMP - სათანადო წარმოების პრაქტიკა და ა შ);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის გამოცდილება;
  • მინიმუმ ერთი უცხო ენის ცოდნა (უპირატესობა ენიჭება ინგლისურ და/ან რუსულ ენებს);

პიროვნული თვისებები და უნარები:

  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გაწონასწორებულობა;
  • დეტალებისადმი ყურადღება;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელ. ფოსტაზე vacancy@gmpgeo.com 2020 წლის 30 ოქტომბრამდე.