1C პროგრამის ოპერატორი

Orbita company
1C სპეციალისტი
Tbilisi
Vacancy
03-11
03-12


შ.პ.ს "კომპანია ორბიტა", რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.

შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA, GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK, TADIM.

შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის შეკვეთის გაფორმება და შეკვეთის რედაქტირება 1C ში, ასევე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-პორტალზე;
  • 1C დისტრიბუციაში დაბრუნებების გაფორმება და მათი კორექტირება;
  • ანგარიშფაქტურების გადაგზავნა პროგრამიდან RS.GE-ს პორტალზე და ანგარიშფაქტურების კორექტირებების წარმოება;
  • სასაქონლო ოპერაციების წარმოება, შიდა გადაადგილებების გაფორმება;
  • 1C ში კლიენტების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ცვლილება და შესაბამის პრისელერზე მიბმა;
  • პერიოდული რეპორტების წარმოება;
  • სადისტრიბუციო პროგრამის საშუალებით შეკვეთების მიღება, დოკუმენტაციის მომზადება და ატვირთვა;
  • ბუღალტერიის განყოფილებასთან ერთად უზრუნველყოს საქონლისა და თანხების მიმოქცევის კონტროლი და ანალიზი;
  • საბუღალტრო მონაცემების შეყვანა (სად) და მონაცემთა ცხრილების ამოღება;
  • საწყობების ბრუნვებისა და ნაშთების კონტროლი;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება მისი კომპეტენციის ფარგლებში;

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
  • Excel ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მინიმუმ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • სადისტრიბუციო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობს გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:

  • ეფექტური დროის მენეჯმენტი, ორგანიზების კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
  • შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
  • ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.

გისურვებთ წარმატებებს!