1C პროგრამის ოპერატორი
1C სპეციალისტი
თბილისი
ვაკანსია
03-11
03-12
შ.პ.ს "კომპანია ორბიტა", რომელიც დაარსდა 2004 წელს, ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა თავის სფეროში საქართველოს ბაზარზე, რომელიც ახორციელებს დისტრიბუციას საქართველოს ყველა რეგიონში.
შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" არის ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში ისეთი პოპულარული ბრენდების, როგორებიცაა: ETI, MOROZOVA, TAMEK, MALBI, MAESTRO DE OLIVA, IBERICA, GEMO, PROGAM, NATURELLA, VIVA, ITALFOOD, NMGK, TADIM.
შპს "კომპანია ორბიტა" აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამის ოპერატორის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის შეკვეთის გაფორმება და შეკვეთის რედაქტირება 1C ში, ასევე შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ ვებ-პორტალზე;
- 1C დისტრიბუციაში დაბრუნებების გაფორმება და მათი კორექტირება;
- ანგარიშფაქტურების გადაგზავნა პროგრამიდან RS.GE-ს პორტალზე და ანგარიშფაქტურების კორექტირებების წარმოება;
- სასაქონლო ოპერაციების წარმოება, შიდა გადაადგილებების გაფორმება;
- 1C ში კლიენტების რეგისტრაცია, რეგისტრაციის ცვლილება და შესაბამის პრისელერზე მიბმა;
- პერიოდული რეპორტების წარმოება;
- სადისტრიბუციო პროგრამის საშუალებით შეკვეთების მიღება, დოკუმენტაციის მომზადება და ატვირთვა;
- ბუღალტერიის განყოფილებასთან ერთად უზრუნველყოს საქონლისა და თანხების მიმოქცევის კონტროლი და ანალიზი;
- საბუღალტრო მონაცემების შეყვანა (სად) და მონაცემთა ცხრილების ამოღება;
- საწყობების ბრუნვებისა და ნაშთების კონტროლი;
- უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება მისი კომპეტენციის ფარგლებში;
მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- 1C პროგრამის მაღალ დონეზე ცოდნა სავალდებულოა;
- Excel ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
- მსგავს პოზიციაზე მინიმუმ მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სადისტრიბუციო კომპანიაში მსგავს პოზიციაზე მუშაობს გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
პიროვნული თვისებები:
- ეფექტური დროის მენეჯმენტი, ორგანიზების კარგი უნარი;
- პასუხისმგებლობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ;
- შედეგებზე ორიენტირებული, პროგრესულად მოაზროვნე;
- ორგანიზებულობა, შრომისმოყვარეობა, კომუნიკაბელურობა;
თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე hr@orbita.ge და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით. თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება შ.პ.ს "კომპანია ორბიტა" ბაზაში 1 წლის ვადით.
გისურვებთ წარმატებებს!