Key Account სუპერვაიზერი

Sharm trading
Sales
Tbilisi
Vacancy
22-10
22-11


"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Colgate, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა).

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს Key Account სუპერვაიზერის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი

სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით)

შრომითი ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურებას დამატებული საბონუსე სისტემა

ფუნქცია-მოვალეობები:

  • ქსელურ მარკეტებთან მოლაპარაკებების წარმოება
  • პარტნიორებთან ურთიერთობა
  • გაყიდვების გეგმების განაწილება სავაჭრო ობიექტების მიხედვით და შესრულებაზე ზრუნვა
  • მერჩენდაიზინგის სტანდარტების შესრულების კონტროლი
  • მერჩენდაიზერებისა და სავაჭრო წარმომადგენლების მართვა
  • სხვადასხვა სახის პრეზენტაციების მომზადება
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა და შესრულების მონიტორინგი
  • ანალიტიკა და რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის სფეროში)
  • სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერილობითი და საკომუნიკაციო)
  • Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა
  • მართვის მოწმობა.

დამატებითი უნარები:

  • მათემატიკური და ანალიტიკური უნარ-ჩვევები
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
  • როგორც დამოუკიდებლად, ასევე გუნდურად მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი
  • შედეგზე ორიენტირებული
  • პასუხისმგებლიანი.

აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს).

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge და სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "Key Account სუპერვაიზერი".

სადისტრიბუციო კომპანია "შარმ ტრეიდინგ"-ში თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "შარმ ტრეიდინგ"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებებს!