ქოლ-ცენტრის/სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი

ლიდერ კრედიტი
Sales
Tbilisi
Vacancy
13-11
13-12


შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის/სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისის ფილიალისთვის.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ტელეფონის საშუალებით მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების მიხედვით გადამისამართება;;
  • ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთან დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების და ახალი პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
  • არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გამავალი ზარების განხორციელება პროდუქტების შეთავაზებისა და გაყიდვების მიზნით;
  • პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა/მართვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გაყიდვების მიმართულებით;
  • რუსული ენის ცოდნა; (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:

  • გამართული მეტყველება;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ემოციური მდგრადობა;
  • ინფორმაციის წერილობით გადმოცემის უნარი;
  • კონფლიქტების მართვის უნარი;
  • საკითხის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
  • სისხარტე მუშაობაში;

სამუშაო გრაფიკი: სრული

თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge 

გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

მნიშვნელოვანი შეტყობინება:

გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.

პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:

თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)