ქოლ-ცენტრის/სატელეფონო გაყიდვების ოპერატორი
გაყიდვები
თბილისი
ვაკანსია
13-11
13-12
შპს მისო "ლიდერ კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის/სატელეფონო გაყიდვების ოპერატორის თანამდებობაზე თბილისის ფილიალისთვის.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- ტელეფონის საშუალებით მომხმარებლისთვის ინფორმაციის მიწოდება ან საჭიროების მიხედვით გადამისამართება;;
- ტელეფონის საშუალებით მომხმარებელთან დაკავშირება და კომპანიაში მიმდინარე სიახლეების, აქციების და ახალი პროდუქტების გაცნობა/შეთავაზება;
- არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გამავალი ზარების განხორციელება პროდუქტების შეთავაზებისა და გაყიდვების მიზნით;
- პოტენციური კლიენტების ბაზის შექმნა/მართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (სასურველია საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში გაყიდვების მიმართულებით;
- რუსული ენის ცოდნა; (ინგლისური ენის ცოდნა სასურველია);
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- გამართული მეტყველება;
- ეფექტური გაყიდვების უნარი;
- დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
- ემოციური მდგრადობა;
- ინფორმაციის წერილობით გადმოცემის უნარი;
- კონფლიქტების მართვის უნარი;
- საკითხის სწრაფად გადაწყვეტის უნარი;
- სისხარტე მუშაობაში;
სამუშაო გრაფიკი: სრული
თუ გსურთ გახდეთ ძლიერი გუნდის წევრი, დასაქმდეთ ან უბრალოდ შეიცვალოთ სამსახური, მაშინ გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: hr@leadercredit.ge
გთხოვთ, წერილის სათაურში (subject line) მიუთითოთ შესაბამისი პოზიცია და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
მნიშვნელოვანი შეტყობინება:
გაითვალისწინეთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გაგზავნით თქვენ ავტომატიურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს შპს მისო ლიდერ კრედიტის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამიად. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს მისო ლიდერ კრედიტ-ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.
პერსონალური მონაცემების შენახვა/გამოყენება:
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.
მონაცემთა სუბიექტის მოთხოვნის საფუძველზე მონაცემების დამუშავების შეწყვეტა:
თუ, თქვენ ხართ წინააღმდეგი, რომ თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან/და გსურთ შპს მისო ლიდერ კრედიტ-მა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელ.ფოსტის მეშვეობით: hr@leadercredit.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: 0322 730073 (*010)